კახა კალაძე გლდანში გზების რეაბილიტაციაზე - როგორც კი შესუსტდება მუშაობა,  მაშინვე შეწყვიტთ კომპანიასთან ხელშეკრულებას

კახა კალაძე გლდანში გზების რეაბილიტაციაზე - როგორც კი შესუსტდება მუშაობა, მაშინვე შეწყვიტთ კომპანიასთან ხელშეკრულებას

access_time2019-09-18 12:16:31

როგორც კი შესუსტდება მუშაობა და კომპანიას არ ეყოლება საკმარისი ჯგუფები, მაშინვე შეწყვიტეთ მასთან ხელშეკრულება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გლდანში - ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს მიმართა.


კალაძემ მათ მოუწოდა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მაქსიმალური ზედამხედველობა გასწიონ.


კალაძის შეფასებით, „უპასუხისმგებლო კომპანიების გამო ბრალდებები დედაქალაქის მერზე და მერიაზე გადმოდის“.



გლდანში, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩებზე სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და საგზაო კომპანია არის შესული და გზის სამუშაოები აქვს დაწყებული. ირაკლი ბენდელიანის და ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს მინდა დავავალო, რომ მაქსიმალური ზედამხედველობა გქონდეთ - 24-საათიან რეჟიმში. როგორც კი სამუშაოები შეჩერდება, შეწყვიტეთ ხელშეკრულება.


არ აქვს მნიშვნელობა დღის თუ ღამის განმავლობაში, რადგან ღამე უფრო მარტივია მუშაობა ნაკლები მოძრაობის გამო, ღამით განხორციელდეს მძიმე სამუშაოები, რაც კონკრეტული ქუჩებისთვის აუცილებელია. როგორც კი შესუსტდება მუშაობა, არ იქნება საჭირო რაოდენობის სამუშაო ჯგუფები, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება. საკმაოდ დიდი ხანია, რაც ეს სამუშაოები მიმდინარეობს.


მოსახლეობას მინდა მივმართო, თუ დაინახავთ, რომ ვიღაც არ მუშაობს, შეგიძლიათ მოგვმართოთ. მე საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელში და ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს თქვენთან, ამიტომ ამას მოყვება რეაგირება და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს. სამწუხაროდ, არსებობს კომპანიები, რომლებიც არ ასრულებენ ღირსეულად თავიანთ ნაკისრ ვალდებულებებს. შემდეგ ვინ არის დამნაშავე? - მერია, კალაძე, რომლებიც ვერ აკეთებენ თავიანთ სამუშაოებს და იმაზე არავინ საუბრობს, რომ კომპანია არის პასუხისმგებელი და ვალდებული. მეტი ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ასეთი პრობლემები თავიდან ავიცილოთ. მესმის, რომ არის საკანონმდებლო პრობლემები შესყიდვებთან დაკავშირებით, მაგრამ ამის გათვალისწინებით ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ქალაქში მიმდინარე პროექტებზე. რეაქცია და მიდგომები ჩვენი მხრიდან უნდა იყოს შესაბამისი, რომ არავის სალაპარაკო არ მივცეთ,- განაცხადა კალაძემ.








BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up