გიგი უგულავამ გამოსავალი იპოვა, მელია ჩაენაცვლება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ კითხვას.
ცნობისათვის, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს ირაკლი კობახიძეს სანაძლეო შესთავაზა. შემდეგი პირობით - თუ კობახიძის სიტყვები, არ გამართლდება, რომლის თანახმადაც, მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ მარტო არ იქნება, მაშინ კობახიძემ თმა გადაიპარსოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ეს ასე იქნება, თმას თავად გადაიპარსავს.
IPN.GE