კახა კალაძე: გეგმაშია გორგასალის ქუჩაზე ავტომაგისტრალის მიწის ქვეშ განთავსება და ბულვარის ცხრა ჰა ტერიტორიაზე გაშენება

კახა კალაძე: გეგმაშია გორგასალის ქუჩაზე ავტომაგისტრალის მიწის ქვეშ განთავსება და ბულვარის ცხრა ჰა ტერიტორიაზე გაშენება

access_time2021-12-07 19:00:00

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ძველ თბილისში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და ამ მიმართულებით, მუშაობას მომდევნო წლებშიც აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.



მისი თქმით, ძველ თბილისში დაგეგმილია ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორებიცაა: გორგასალის ქუჩაზე ბულვარის მოწყობა, ნარიყალას ციხისა და ბარათაშვილის გალავნის რეაბილიტაცია.



„რა თქმა უნდა, ძველი თბილისი ქალაქის სავიზიტო ბარათია და ამ კუთხით, მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. გეგმაშია გორგასალის ქუჩაზე ავტომაგისტრალის მიწის ქვეშ განთავსება და ბულვარის ცხრა ჰა ტერიტორიაზე გაშენება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ნარიყალას ციხეს, ბარათაშვილის გალავანს, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებს; ჩუღურეთში, განახლდება აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ბაღები. ეს გაზრდის თბილისის ტურისტულ პოტენციალს, გააძვირებს მოქალაქეების კუთვნილ ქონებას, გაზრდის მათ შემოსავლებს და ამავდროულად, ძველ თბილისში გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.




ამასთან, მისივე თქმით, სიმდიდრე, რომელიც დედაქალაქს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახით გააჩნია, სრულად მოწესრიგებული და რეაბილიტირებული იქნება.



„მეამაყება, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც შეძლო ორბელიანის მოედნის განახლება-რეაბილიტაცია თავისი მიმდებარე ქუჩებით; გუდიაშვილის მოედანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და მიზიდულობის ცენტრი ჩვენი ქალაქისთვის. ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და გვინდა, რომ ეს სიმდიდრე, რომელიც თბილისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახით გააჩნია, იყოს რეაბილიტირებული, მოწესრიგებული და ასე გადავცეთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.



დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის - მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.



ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.




რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს

რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს
access_time2022-01-22 21:00:29
მსოფლიო ელის, როდის შეიჭრება რუსეთი უკრაინაში. 2014 წელს ყირიმისა და დონბასის ნაწილის (ლუგანსკის და დონეცკის ოლქები) ანექსიის შემდეგ, რუსეთი უკრაინას ახალი ომით ემუქრება, რასაც წინ უძღოდა ნატო-რუსეთის საბჭოს უშედეგოდ...

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!
access_time2022-01-22 17:48:07
სილქნეტს 22 და 23 იანვარს მრავალფეროვანი შეთავაზებები აქვს მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის. „სილქფესტის“ ხუთი განსხვავებული პაკეტიდან სასურველი პირობის გააქტიურებას ფიზიკური, იურიდიული პირები კომბინაციით *202# შეძლებენ: 300 წუთი - 5 ₾  5 GB + 100 წუთი - 7 ₾  700 წუთი - 9 ₾ 15 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 10 ₾ 20 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 12 ₾ მომხმარებელი არ...

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება
access_time2022-01-22 19:00:32
ინფლაცია არ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა პრობლემა. შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაცია 7%-ს აღწევს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში. ეს საფრთხეს უქმნის ჯო ბაიდენის...

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა
access_time2022-01-22 13:00:31
კიევში ამერიკის საელჩოს ცნობით, პარასკევს ღამით უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდება დაიწყო, რაც ქვეყანას რუსეთის შესაძლო ინტერვენციისგან თავის დაცვაში...

რუსული "დიდება" ციფრებში - გიორგი ქადაგიძის მიმოხილვა

რუსული
access_time2022-01-22 18:00:58
დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ფინანსური, სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის და ვადის სამხედრო კამპანია,“-ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე  სოციალურ ქსელში...


მსგავსი სიახლეები

up