კახა კალაძე ექიმებს შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო

კახა კალაძე ექიმებს შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო

access_time2017-09-28 20:00:10

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მხარდამჭერთა კლუბში, ექიმებს შეხვდა და მათ ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვა წარუდგინა.
კახა კალაძემ მედიკოსებს ურბანული, სატრანსპორტო, ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის, ასევე, მართვის პოლიტიკები გააცნო.


თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკოლოგიის, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და განაცხადა, რომ 4 წლის განმავლობაში, თბილისის მერია იზრუნებს, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ადამიანების ჯანმრთელობა და საარსებო გარემო მეტად დაცული იყოს.

 

„ჩვენ წარმოვადგინეთ მთლიანი პროგრამული ხედვა, მათ შორის, საუბარი იყო ჯანდაცვაზე და სოციალურ მიმართულებებზე. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ძირითადი მიმართულებებია, რომელიც საკმაოდ აქტუალურია დღეს თბილისელებისთვის. დღეს ექიმებს გავაცანით სამომავლო გეგმები. ისინი არიან ადამიანები, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს ჩვენი, ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე და ვფიქრობ, კმაყოფილები დარჩნენ. ამ პროექტების განხორციელება რამდენიმე წლის განმავლობაში გვაქვს დაგეგმილი. საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს და მჯერა, რომ თბილისელებთან ერთად ჩვენ მოვახერხებთ ამ პოლიტიკური მიზნების შესრულებას“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

შეხვედრას ჯანდაცვის სპეციალისტებთან და ექიმებთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

 

„თავიდან, როდესაც გავეცანი სოციალური ჯანდაცვის ნაწილს, მართალი გითხრათ, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, რადგან პრაქტიკულად სინქრონიზებულია ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მცდელობები, ძალისხმევა იმისათვის, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა და სოციალური მდგომარეობა გახდეს უკეთესი. მე მჯერა, რომ კახი კალაძე იქნება ძალიან კარგი მერი და გვექნება მეტი შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებს მეტი შვება მივცეთ“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.


 

კახა კალაძის პროგრამულ ხედვაში წარმოდგენილი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები შეაფასეს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებმაც.

 

„იმისთვის, რომ ჩვენ, ექიმებმა, მაქსიმალურად მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, როგორც დიაგნოსტიკური, ისე სამკურნალო, შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს, უნდა განვითარდეს ეს სერვისები. ამისათვის კი გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი თვითმმართველობები, ძლიერი მერი. რა თქმა უნდა, კახა კალაძე იქნება წარმატებული მერი. მას უწევს საკმაოდ რთული გზის გავლა და ჩვენი, თითოეული ექიმის ძირითადი მიზანია მას ამ გზის გავლაში დავეხმაროთ და შევქმნათ მაქსიმალურად ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო სიცოცხლით სავსე ქალაქში“ - განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.

 

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი მაია გოთუა აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ახალი გამოწვევის - ალერგიის ფონზე, განსაკუთრებული მნიშევნელობა ენიჭება ეკოლოგიური საკითხების მოგვარებას.

 

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის, რომ იყოს ჯანსაღი გარემო, იყოს ნატურალური პროდუქტი და რაც შეიძლება ალერგენებისგან და გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვებისგან თავისუფალი საშუალებები, რომელსაც მოიხმარს ადამიანი. ვინაიდან ალერგია გახდა მსოფლიო პრობლემა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ახალგაზრდებისთვის ეკოლოგიურ ჰარმონიას და ამიტომაც, მნიშვნელოვანია იყოს გამწვანებული ქალაქი, ჯანსაღი, სუფთა ჰაერი ჩვენი მცხოვრებლებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, უნდა დაწესდეს ძალიან დიდი კონტროლი საკვებ პროდუქტებზე, ჰაერზე, წყალზე და ყველაფერ იმასთან, რასთანაც ჩვენ ბავშვებს აქვთ ურთიერთობა. ამ მხრივ, იმედს გამოვთქვამ, წარმოდგენილი ხედვა ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის“ - განაცხადა მაია გოთუამ.

 

კახა კალაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებთან შეხვედრებს აგრძელებს. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თბილისში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მიიღონ მომავალი 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შესახებ.



13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს
access_time2020-09-23 13:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2520 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2940 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2100 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2920 ლარადაა...

სახელმწიფო ავტოიმპორტიორებისთვის არაფერს აკეთებს, მოდით ხელს მაინც ნუ შეუშლით - ალექსი ნონიაძე

სახელმწიფო ავტოიმპორტიორებისთვის არაფერს აკეთებს, მოდით ხელს მაინც ნუ შეუშლით - ალექსი ნონიაძე
access_time2020-09-23 13:40:46
რა გავლენა იქონია პანდემიამ ავტოიმპორტიორების ბიზნესზე და რა მოთხოვნები აქვთ ამ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს მთავრობასთან ? - საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრის, ალექსი ნონიაძის განცხადებით, საზღვრების დაკეტვით საქართველოში არსებულ 24 ათასზე მეტი ავტოიმპორტიორს გაკოტრების საშიშროება უდგას. „დღეს საქართველოში დაახლოებით...

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება
access_time2020-09-23 09:50:04
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა. ცვლილებები ძალაში 4 ნოემბრიდან შევა და შეავსებს იმ ვაკუუმს რაც კანონის აღსრულების კუთხით იდგა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ.   ორგანულ კანონში ცვლილებებს წლებია ითხოვს სადაზღევევო სექტორი, რომელმაც ბანკების მხირდან კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა არაერთხელ საჯაროდ...

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები ერთ სივრცეში

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები  ერთ სივრცეში
access_time2020-09-23 09:50:26
Bihub.ge-ზე უკვე შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი აქტიური კომპანიების ფინანსური მონაცემების ერთიან სივრცეში ნახვა. ინტერაქტიულ დეშბორდზე ნახავთ I, II, III და IV კატეგორიაში შემავალი ბიზნესებისა და სდპ პირების ფინანსური შედეგების ანალიტიკას.   3000-ზე  მეტი I-III კატეგორიის კომპანიის დეტალური ინდივიდუალური (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგებები. სულ რამდენიმე კლიკით შესაძლებელია გაიგოთ, თუ როგორაა 25000-ზე მეტი კომპანია,...

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო
access_time2020-09-23 09:30:08
„ვარდისფერი ბუღა“, „ბუღა ტონიკი“ და „ბუღა ველნესი 0 კალორია“ ქართულ ბაზარზე სს „წყალი მარგებელმა“ ბუღას ბრენდით, სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო.   კომპანიის პორტფელში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, ქართულ ენერგეტიკულ სასმელ, „ბუღას“, 2020 წლის სექტემბრიდან ორი ახალი ენერგეტიკული სასმელი და მატონიზირებელი წყალი დაემატა. მომხმარებელს ახალი გემოების დაგემოვნება უკვე შეუძლია. ენერგეტიკული სასმელი „ვარდისფერი...


მსგავსი სიახლეები

up