კახა კალაძე - „დუშეთი გამორჩეულია ულამაზესი ხედებითა და უნიკალური სამზარეულოთი, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის და ამ მიმართულებით სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გააგრძელებს ადგილობრივების მხარდაჭერას“

კახა კალაძე - „დუშეთი გამორჩეულია ულამაზესი ხედებითა და უნიკალური სამზარეულოთი, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის და ამ მიმართულებით სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გააგრძელებს ადგილობრივების მხარდაჭერას“

access_time2020-09-12 22:50:44

„მოგესალმებით!მოხარული ვარ, რომ დღეს ამ ულამაზეს და გამორჩეულ მხარეში ვიმყოფები. დუშეთში ძალიან მაგარი, ერთგული, მშრომელი და პატრიოტი ადამიანები ცხოვრობენ, რომელთა მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ, რასაც ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით. თქვენ ჯერ კიდევ მაშინ იდექით ჩვენს გვერდში, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ძალადობა და სწორედ ერთად დგომით, ერთად ბრძოლით, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანაში დავაბრუნეთ მშვიდობა, თავისუფლება და სახელმწიფო საკუთარი მოქალაქის სამსახურში ჩავაყენეთ“ - განახადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დუშეთში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ერთი გამორჩეული ადგილია, ჩარგალი, სადაც ყველა ქართველისთვის საყვარელი და საამაყო, მსოფლიო დონის მოაზროვნე, გენიოსი დაიბადა. ვაჟამ ქართული მთა, მთიელი ადამიანის ყოფა და ანტიკური ეპოსი ერთმანეთს დაუკავშირა და მსოფლიო დონის შედევრები შექმნა. ვაჟა-ფშაველა არის ქართული კულტურის, ტრადიციების, ქრისტიანობის, ჰუმანიზმის, კაცობრიობის ზნეობრივი ღირებულებებისა და ადამიანობის სიმბოლო, რომლისგანაც დღესაც ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.

დუშეთი სწორედ ასეთი, განათლებული, მებრძოლი და პატრიოტი ადამიანების ადგილია. დუშეთი და დუშეთში მცხოვრები ადამიანები ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ კარგი პროექტი განახორციელა, ბევრი საქმე გააკეთა. თუმცა მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები.

დუშეთი გამორჩეულია ულამაზესი ხედებითა და უნიკალური სამზარეულოთი, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის და ამ მიმართულებით სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გააგრძელებს ადგილობრივების მხარდაჭერას, რათა თქვენ გქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა იმ პროგრამით, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ სხვადასხვა მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, „აწარმოე საქართველოში", ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამა. ჩვენ მოხარული ვიქნებით, რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროგრამებში, ჩვენ ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნას. ამიტომ, ეს პროგრამები მომდევნო წლების განმავლობაშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.


ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ყოველდღიური მუშაობით, ყოველდღიური საქმიანობით, განხორციელებული ქმედებებით შევქმნათ წარმატებების ისტორიები. დღეს ჩვენ გვჭირდება ძლიერი გლეხი, ძლიერი სოფლის მეურნეობა, ძლიერი სოფლები და რაიონები, ძლიერი ქალაქებისა და ძლიერი ქვეყნისთვის.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა კახა კალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up