კახა კალაძე – „დღეს ყველა ნათლად ხედავს, რომ ბოლო 8 წლის მანძილზე მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ“

კახა კალაძე – „დღეს ყველა ნათლად ხედავს, რომ ბოლო 8 წლის მანძილზე მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ“

access_time2020-10-09 17:44:17

„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყნის სიძლიერე ერთიანობაში, ხალხის ერთად დგომასა და საკუთარ სამშობლოზე ერთად ზრუნვაშია, თუმცა, საქართველოს უნიკალური ისტორია, კულტურა, ხელოვნება სწორედ იმ მრავალფეროვნებაზეა დაფუძნებული, რომელიც ამ პატარა ქვეყანაში დიდმა ხალხმა შექმნა“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ცაგერში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„შეუძლებელია სიამაყით არ აივსო, როდესაც ამ ულამაზეს მხარეში ასეთ დინჯ, მშრომელ, დაუღალავ, მომავალი წარმატებების იმედით აღსავსე ხალხს ესაუბრები და აცნობიერებ, რომ ეს უნიკალური მხარე პირველივე ნახვისას გარწმუნებს, რომ ყოველი შემდეგი სტუმრობა კიდევ უფრო დიდი სიყვარულით აგავსებს აქაურობის მიმართ.



ეს ქალაქი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყო ისტორიული ლეჩხუმის უმთავრესი ცენტრი, შუა საუკუნეებში კი ის იქცა ლეჩხუმის პოლიტიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცენტრად, საიდანაც უამრავი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღებოდა. რა თქმა უნდა, საამაყოა უდიდესი წარსული, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ცაგერში და სრულიად საქართველოში სრული უძრაობა, ადამიანების ჩაგვრა, პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო გამეფებული, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა, თუმცა, 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი მოვიდა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისკენ.



დღეს ყველა ნათლად ხედავს, რომ ბოლო 8 წლის მანძილზე მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ - გაიზარდა ეკონომიკა, მოწესრიგდა ჯანდაცვის სისტემა, დღეს აღარავის უწევს უსახსრობის გამო მკურნალობაზე უარის თქმა. ჩვენ გვახსოვს, ამ მიმართულებით რამდენად მძიმე და რთული ვითარება იყო. 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს მე თქვენთან ერთად დავდიოდი და ვხვდებოდი ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონებში, სადაც ყველა საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად მძიმე იყო მდგომარეობა ჯანდაცვის მიმართულებით. ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა სიღარიბის დონე, თუმცა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები ამ მიმართულებით და ჩვენს საარჩევნო პროგრამაში, რომელსაც უფრო დეტალურად მომდევნო დღეების განმავლობაში წარვუდგენთ საზოგადოებას, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება გახლავთ.




კონკრეტულად ცაგერში განხორციელდა უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, დაიგო გზები, სახელმწიფომ განახორციელა ეკონომიკური თუ სოციალური პროგრამები, რაშიც აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობა. სწორედ განვითარებული ინფრასტრუქტურა, კერძო ინიციატივების, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება იძლევა საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ადგილობრივ მოსახლეობას გაუჩნდეს მეტი შემოსავალი და კეთილდღეობის ხარისხი გაიზარდოს, რისთვისაც ყველა ერთად ვისწრაფვით და ვმუშაობთ ყოველდღიურად.



ყველამ კარგად ვიცით, რომ რჩება პრობლემები, გამოწვევები, რომელსაც ძალიან ბევრი შრომა, ყოველდღიური მუშაობა სჭირდება და ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, იმიტომ რომ ერთიანობის გარეშე შეუძლებელია, ვიფიქროთ წარმატებებზე და მომავალზე.



დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტს აწუხებს.



ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა კახა კალაძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up