კახა კალაძე –„ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს იმის უნარი, აქვს იმის ძალა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე და ქვეყნის სწრაფი განვითარება, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო““

კახა კალაძე –„ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს იმის უნარი, აქვს იმის ძალა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე და ქვეყნის სწრაფი განვითარება, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო““

access_time2020-10-28 18:22:47

„კარგად იცით, რომ წლების მანძილზე არა მხოლოდ ნაძალადევის რაიონი, არამედ მთელი თბილისი მთლიანად იყო მიტოვებული. ადამიანებს არ ჰქონდათ განვითარების შესაძლებლობა, დამკვიდრებული იყო უიმედობა და სრული ნიჰილიზმი. 2012 წლის შემდეგ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა უკეთესობისკენ“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე მზრუნველი და დამხმარე გახდა, უსმენს ადამიანებს და ყველაფერს აკეთებს თავის შესაძლებლობის ფარგლებში.



რადგან დღეს ჩვენ ნაძალადევის რაიონში ვიმყოფებით, მე როგორ ქალაქის მერს, არ შემიძლია არ აღვნიშნო ბოლო წლების განმავლობაში გაკეთებული ძალიან კარგი პროექტები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით კიკვიძის პარკში და ყველას კარგად გვახსოვს, წლების განმავლობაში აქ რა მდგომარეობა იყო და რა უმძიმესი სიტუაცია სუფევდა. თუმცა, დღეს მართლაც თვალს და გულს უხარია არსებული მდგომარეობა. ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ ამ პარკის სრული რეაბილიტაცია და უბედნიერესი ადამიანი ვარ იმით, რომ ყოველდღიურად უამრავი ახალგაზრდა, ყველა ასაკის ადამიანი სარგებლობს ამ რეკრეაციული სივრცით, რომელიც ძალიან მნიშნელოვანია ნაძალადევის რაიონისთვის.



ასევე დღეს მინდა გავახმაურო სიახლე ერთ ძალიან მნიშნელოვან პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. მხედველობაში მაქვს თემქის ხევის რეაბილიტაცია- განახლება. პროექტი უკვე მზად არის, შერჩეული გვყავს სამშენებლო კომპანია, ტენდერში გამარჯვებული, ვინც უშუალოდ დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას. დაახლოებით 35 მილიონი ლარი დაჯდება და ორი წლის განმავლობაში მთლიანად პროექტი იქნება დასრულებული, განახლებული და ქალაქს შეემატება კიდევ ერთი ძალიან მაგარი, რეკრეაციული, დასასვენებელი სივრცე, რომელიც 25 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული.




ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენს მიდგომასა და დამოკიდებულებაზე, თუ როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქალაქი, როგორი გვინდა იყოს ხვალინდელი თბილისი. ჩვენთვის არ არსებობს პრიორიტეტული უბნები და რაიონები, ჩვენთვის ყველა უბანს, ყველა ქუჩას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ბიუჯეტის გადანაწილება ხდება თანაბრად.



აქაც ძალიან მარტივი სტატისტიკა მინდა მოვიყვანო. 2014 წელს ნაძალადევის რაიონის ბიუჯეტი დაახლოებით 13- 14 მილიონი იყო, დღეს 24-25 მილიონია და რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქალაქში ცხოვრება ყველასათვის იყოს კომფორტული. საზოგადოებრივი ტრანსპროტის განახლება, ინფრასტრუქტურული პროექტები, რა თქმა უნდა, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, მაგრამ ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, მე არ მავიწყდება და ძალიან კარგად ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ნაძალადევის რაიონს.



მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მაგარი პროექტი გაკეთდა, ბევრი გზა დაიგო, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ჯერ კიდევ არსებობს ქუჩები, ჯერ კიდევ არსებობს ისეთი უბნები, სადაც სერიოზული პრობლემები გვაქვს. გვაქვს შენობა- ნაგებობები, რომელთაც სჭირდება გამაგრებითი ღონისძებები. არსებობს ქუჩები, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციებია მოსაწერიგებელი, კეთილმოწყობა არის გასაკეთებელი, ახალი ბაღებია ასაშენებელი.



მინდა, ასევე დავავანონსო მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც წლის ბოლოს დაიწყება და მომდევნო წელს მთლიანად დასრულდება.



მეგობრებო, ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - ქვეყნის განვითარება, ქალაქის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა, რა თქმა უნდა, მშვიდობის, სიმშვიდის და სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია იყოს მიღწევადი. ამიტომ, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს იმის უნარი, აქვს იმის ძალა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე და ქვეყნის სწრაფი განვითარება, ეს არის „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“.



ჩვენ გამარჯვებამდე დაგვრჩა 3 დღე. უნდა დავირაზმოთ ყველანი და ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას, აღმშენებლობასა და გამარჯვებას.



ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა კახა კალაძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up