კახა კალაძე - „დღეს ჩვენი ხელისუფლებისთვის, თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება გახლავთ ადამიანი, ადამიანის თავისუფლება“

კახა კალაძე - „დღეს ჩვენი ხელისუფლებისთვის, თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება გახლავთ ადამიანი, ადამიანის თავისუფლება“

access_time2020-09-19 16:37:46

„დღეს, ჩემთვის აქ დგომა განსაკუთრებით ამაღელვებელია. სწორედ ამ ქალაქში გავატარე ყველაზე ტკბილი, ბავშვობის წლები. სამტრედიაში გატარებული ბავშვობა ყველაზე მხიარულ, ყველაზე საყვარელ, წარუშლელ მოგონებებად იქცა და უკვე ათწლეულებია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრა, უამრავი მეგობრის, მომავლის იმედით სავსე ნაცნობი სახეების დანახვა, რომელთაგანაც უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ ყოველდღიურად. აქ არიან ადამიანები, ვისთანაც ერთად მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარეთ“ - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სამტრედიაში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„მინდა გავიხსენო წლები, როდესაც მართლაც მარტივი არ იყო დამდგარიყავი სიმართლის მხარეს, არ იყო მარტივი დაგეფიქსირებინა შენი განსხვავებული მოსაზრება, დაგეფიქსირებინა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. ეს ძალიან მძიმე და ძალიან რთული იყო. თუ როგორ გამოვიარეთ ეს, მე მგონი ყველამ კარგად ვიცით.



საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც საააკშვილის რეჟიმი არ შეხებოდა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით, როგორც ეს ნორმალურ, ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში ხდება, არჩევნების გზით მოვიგეთ 2012 წლის არჩევნები.




დღეს ჩვენი ხელისუფლებისთვის, თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება გახლავთ ადამიანი, ადამიანის თავისუფლება. ბევრი მნიშნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუნდაც იმერეთის რეგიონში, თუნდაც სამტრედიაში, მაგრამ რომ არ დავიწყო ყველა პროექტისა და პროგრამის მოყოლა, რომელიც ჩვენ დავნერგეთ და რომლითაც ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს, მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ამას სჭირდება ბევრი შრომა, 24-საათიანი მუშაობა და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. მზად ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ვემსახუროთ ჩვენს ხალხს , ვემსახუროთ იმერეთის რეგიონს, სამტრედიას, სამტრედიელებს, მაგრამ ამ ყველაფერში საჭიროა თქვენი მხარდაჭერა. არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკა იქნება, ბიზნესი თუ სპორტი - მარტო შეუძლებელია იყო წარმატებული. მნიშვნელოვანია გყავდეს და ზურგს გიმაგრებდეს ძლიერი გუნდი . ზუსტად ასეთ გუნდს წარმოადგენს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" .



მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთობლივი ძალიხსმევით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული.



შესაბამისად, ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა კახა კალაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up