კახა კალაძე – „დღეს, ჩვენი ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ემზადება და ჩვენი ვალია, რომ სწორედ ამ ფასეულობების შენარჩუნებით გავიკვლიოთ გზა მომავლისკენ და ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ერთიან ევროპულ ოჯახში“

კახა კალაძე – „დღეს, ჩვენი ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ემზადება და ჩვენი ვალია, რომ სწორედ ამ ფასეულობების შენარჩუნებით გავიკვლიოთ გზა მომავლისკენ და ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ერთიან ევროპულ ოჯახში“

access_time2020-09-11 21:51:00

„მოგესალმებით! მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქია, ქალაქი-მუზეუმი, რომლის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და რითიც თითოეული ქართველი, საქართველოს თითოეული მოქალაქე ვამაყობთ. ქართული ცნობიერების ფუნდამენტი, ქრისტიანული კულტურა სწორედ მცხეთის სახელს უკავშირდება. წმინდა ნინოს მოღვაწეობა, მირიანისა და მისი ოჯახის გაქრისტიანება, შემდეგ კი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ამ მშვენიერ ქალაქთან არის დაკავშირებული. სწორედ აქ არის დაბრძანებული უფლის კვართი, რომელზეც ყველა ქართველისთვის საყვარელი და საამაყო ძეგლი, სვეტიცხოველი დგას. დღეს, ჩვენი ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ემზადება და ჩვენი ვალია, რომ სწორედ ამ ფასეულობების შენარჩუნებით გავიკვლიოთ გზა მომავლისკენ და ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ერთიან ევროპულ ოჯახში – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მცხეთაში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მცხეთას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც რეგიონს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ტურიზმის გარდა, ყურადღება ექცევა მოსახლეობისთვის კონკრეტულ საჭიროებებს, რომელზე მუშაობაც აუცილებლად გაგრძელდება მომდევნო წლების განმავლობაში და ერთად ყველა იმ პრობლემას გადავლახავთ, რომელიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.

რა თქმა უნდა, ყველა პრობლემის მყისიერად მოგვარება სახელმწიფოს რესურსებისა და ჩვენი მცირე ეკონომიკის პირობებში რთულია, თუმცა ყველანი კარგად ხედავთ, რომ წლების მანძილზე, სახელმწიფო გვერდით უდგას საკუთარ მოქალაქეს, ზრუნავს მის სოცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, უქმნის პირობებს, რათა პროდუქცია აწარმოოს ან მზარდ ტურისტულ სექტორში იმუშაოს და საკუთარ ოჯახში შემოსავალი შეიტანოს.

რა თქმა უნდა, ამის ძალიან ბევრი კარგი მაგალითი არსებობს. ეს არის თუნდაც სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროგრამა, რომლითაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ისარგებლა. თუმცა ჩვენ ამ ყველაფერზე არ უნდა შევჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ ეს მიმართულებები, რომ მეტი კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ.

ამ და სხვა სფეროებში განხორციელებულ პროექტებთან ერთად, „ქართული ოცნების ხელისუფლებამ მთავარი სწორება განათლებაზე გააკეთა, რათა ჩვენი შვილები და შვილიშვილები სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან კონკურენტუნარიანები იყვნენ და შემდეგ მათი განათლება ისევ გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

თქვენ იცით, რომ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება არის დაწყებული. იცით, რომ პედაგოგებს გავუზარდეთ ანაზღაურება, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.


იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ახალი სკოლების, ბაგა-ბაღების მშენებლობა. ასევე, არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განათლება მიიღონ ნორმალურ პირობებში.

მომდევნო წლებში, ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი სწორედ განათლება და თითოეული ოჯახის ეკონომიკურად გაძლიერება იქნება.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთიანი ძალისხმევით, თანადგომით შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ღირსეულად.

დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს დაიცავს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და დარწმუნებული ვარ, მას ექნება თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. რადგან ერთ ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს, პოლიტიკა, ბიზნესი თუ სპორტი, შეუძლებელია, მიაღწიოს წარმატებას, თუ მას ზურგს არ უმაგრებს ძლიერი გუნდი. აქაც თუ არ იქნება თქვენი თანადგომა, შეუძლებელი იქნება წარმატებაზე საუბარი და მე მჯერა, რომ როგორც ეს 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებზე ხდებოდა, მცხეთა ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს.

ამ არჩევნებში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის, ახლაც ღირსეულად გამოვალთ და 41 ნომერით წარდგენილი კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა კალაძემ.





საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...

შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

ექსპო-ჯორჯია საგამოფენო საქმიანობის გადასარჩენად ახალ ბიზნეს მოდელზე გადადის

ექსპო-ჯორჯია საგამოფენო საქმიანობის გადასარჩენად ახალ ბიზნეს მოდელზე გადადის
access_time2020-10-26 11:30:12
გაჩერებული სასტუმროები, რესტორნები, ბარები და მაღაზიები. დაცარიელებული კინოთეატრები, მუზეუმები და კაზინოები. ასობით დაკარგული სამუშაო ადგილი და მნიშვნელოვნად შემცირებული შემოსავლები. უკვე ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჰოლივუდური ბლოგბასტერის სცენარი არ არის, ეს ჩვენი რეალობაა, რეალობა რომელში ყველანი ახალ ცხოვრებას ვსწავლობთ. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო, წესრიგის ახლებური გააზრების აუცილებლობის წინაშე დააყენა. ბიზნესის  გარკვეულმა სექტორებმა ეს მალევე მოახერხა და...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...


მსგავსი სიახლეები

up