კახა კალაძე - „დღეს ბიზნესი თავისუფალია“

კახა კალაძე - „დღეს ბიზნესი თავისუფალია“

access_time2020-10-29 18:16:34

„ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას და კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ, თუ საიდან დავიწყეთ, საიდან მოვდივართ, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ოდიშარიას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„გახსოვთ, თუ რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, როგორ ებრძოდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს, როგორი დამოკიდებულება იყო მათი ოჯახების მიმართ. საბედნიეროდ, ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ და ეს ჩავაბარეთ წარსულს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოხერხდა მშვიდობიანად, არჩევნების გზით და დღეს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის უმაღლეს დონეზე. ძალიან მეამაყება, რომ ვარ თანამონაწილე ამ ყველაფრის.



2012 წლის შემდეგ ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ყველა მიმართულებით. გვახსოვს, რა ხდებოდა ჯანდაცვაში და დღეს რა მდგომარეობაა. გვახსოვს რა მდგომარეობა იყო განათლების კუთხით, ასევე, სოფლის მეურნეობა, რომელიც ფაქტობრივად მიგდებული იყო და გლეხი მიტოვებული, არანაირი დახმარება არ იყო.



გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო ბიზნესის კუთხით, როგორ აყაჩაღებდნენ, როგორ ატერორებდნენ, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. დღეს ბიზნესი თავისუფალია. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და განახორციელა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკის მიმართულებით-ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.




როგორც ქალაქის მერმა არ შემიძლია არ აღვნიშნო, დედაქალაქში განხორციელებული პროექტები. პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას - სკვერების, პარკების განახლება, ახლების მშენებლობა. ეს არის ახალი ბაღების მშენებლობა, ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე განახლებული, მოწესრიგებული, რათა ადამიანებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით კომფორტულად გადაადგილება, ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლონ.



მიუხედავად ბევრი წინგადადგმული ნაბიჯისა, გულწრფელი უნდა ვიყო, ქვეყანაში და თბილისში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. მე შემიძლია ბევრი პრობლემა ჩამოვთვალო როგორც კრწანისის, ასევე მთაწმინდის რაიონში, რაც აწუხებს მოსახლეობას. თუმცა, შემიძლია ერთ რამეს დაგპირდეთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი და ხელისუფლება, ვინც მზად არის 24-საათიან რეჟიმში ემსახუროს საკუთარ ხალხს, აკეთოს ის, რაც აუცილებელია ჩვენი ქალაქისთვის და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის.



ჩვენი სიძლიერე არის იმაში, რომ ვართ ძალიან დიდი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ჰქვია“, ადამიანები, რომლებსაც გული შეტკივათ ხვალინდელ საქართველოზე და თბილისზე.



მინდა, ერთ რამეში დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ერთობით, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც არსებობს თბილისში.



ერთობით ყველაფერი არის შესაძლებელი. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ - განაცხადა კახა კალაძემ.






ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

როგორ ცხოვრობს ყარაბახი ომის შემდეგ?

როგორ ცხოვრობს ყარაბახი ომის შემდეგ?
access_time2020-11-30 20:00:36
ომი ყარაბახში 10 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. სომხეთში გაქცეული ადგილობრივები კი ნელა-ნელა სახლებში ბრუნდებიან. ომამდე მთიანი ყარაბახის მოსახლეობა 140 000, ხოლო რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტის - 50 000-ს შეადგენდა. მათი დიდი ნაწილი ომის პირველივე დღეებში სომხეთში გადაიხვეწა, დღეს კი ვითარება საპირისპიროა, ყარაბახელები სახლებში...

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა
access_time2020-11-30 19:00:59
ის, რომ უკრაინას შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მორიგ ტრანში ვერ მიეღო, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი სულაც არ ყოფილა. და აი ეს დღე მოვიდა, თუ რამე არ შეიცვალა და სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.   შესაბამისად, მთავრობა ბიუჯეტის შესრულების მხრივ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება. უზარმაზარი დეფიციტი ასევე უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. პირველ რიგში ეს ე.წ. „დაუცველ ხარჯებს“ შეეხება, მათი შესრულება უკვე დაუწყო,...

30 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

30 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-11-30 18:05:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3253 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up