კახა კალაძე - „დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში ყველა გამოწვევას წარმატებით დავძლევთ და გადავლახავთ“

კახა კალაძე - „დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში ყველა გამოწვევას წარმატებით დავძლევთ და გადავლახავთ“

access_time2020-10-30 22:26:49

ქვეყნის წარმატება თავისით არ მოდის. მას ქმნიან წარმატებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარი საქმე უყვართ, სამშობლოს გულშემატკივრობენ და სხვა ადამიანებზე ზრუნავენ. ჩვენი გუნდი, რომლისთვისაც სამშობლო და ადამიანი უზენაესი ღირებულებაა, ამაყობს ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით, განხორციელებული რეფორმებით: დემოკრატიული გარდატეხით, გაძლიერებული ეკონომიკით, უკეთესი ჯანდაცვითა და განათლებით, მშვიდობითა და უსაფრთხოებით, ღირსეული ჯარითა და პოლიციით, ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფი სვლით. განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში ყველა გამოწვევას წარმატებით დავძლევთ და გადავლახავთ.



ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პოლიტიკური გუნდით: გამოცდილი და ახალი წევრებით, რომლებსაც გამოარჩევთ საქმის სიყვარული, გამოცდილება, ცოდნა და კეთილსინდისიერება; ვამაყობთ „ქართული ოცნების“ თითოეული წევრითა და მხარდამჭერით, რომლებიც თავის წილ აგურს დებენ საქართველოს წარმატებისთვის და წინსვლისთვის; ვამაყობთ ჩვენი მშრომელი და მებრძოლი ხალხით, რომელიც ყოველთვის იდგა და დგას ჩვენი მამულის, ენისა და სარწმუნოების სადარაჯოზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ლიდერით, ბიძინა ივანიშვილით, რომელმაც 2012 წელს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს მშვიდობა, დემოკრატია და თავისუფლება მოუტანა, და რომელიც ყოველთვის დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, დემოკრატიისა და თავისუფლების სადარაჯოზე.




ჩემო მეგობრებო, ხვალ, დიდი გამარჯვების დღეა. გამარჯვებისა შუღლზე, ბოროტებაზე, ერთმანეთისგან გაუცხოვებაზე, ხვალ, ჩვენი ქვეყნის ერთად დგომის დღე უნდა იყოს. არ უნდა დავუშვათ, რომ ძალადობის, ერთმანეთზე წაქეზების და დესტრუქციის პოლიტიკას ისევ დარჩეს გასაქანი ამ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყნის პოლიტიკაში. ამიტომ, ქუდზე კაცი უნდა დავირაზმოთ, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ავირჩიოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების, გაერთიანების და წარმატების გზა. გზა, რომელსაც ადგას "ქართული ოცნების“ გუნდი და ქართველი ხალხი. გზა, რომელმაც უნდა აასრულოს საქართველოს თითოეული შვილის ოცნება და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთმანეთის დიდი პატივისცემით, ერთმანეთის სიყვარულით და საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრებით.



ჩემო მეგობრებო, ჩემო დებო და ძმებო, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, მე მწამს ჩვენი ხალხის, მე მწამს თითოეული თქვენგანის და მჯერა, ხვალ „ქართული ოცნების“ გამარჯვებით,გაიმარჯვებს ყოველი ქართველი, საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე, გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა.



ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ - განაცხადა კახა კალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up