კახა კალაძე - „დარწმუნებული ვარ, ორ დღეში, ამ მნიშვნელოვანი არჩევნების შემდეგ, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“

კახა კალაძე - „დარწმუნებული ვარ, ორ დღეში, ამ მნიშვნელოვანი არჩევნების შემდეგ, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“

access_time2020-10-29 15:17:09

„ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას, ვემზადებით არჩევნებისთვის, სადაც თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოთ, აგრძელებს თუ არა ჩვენი ქვეყანა მშვიდობიან, დემოკრატიულ განვითარებას, რომლის მიზანიც ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა. სახელმწიფოს, სადაც ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული და ადამიანი, მასზე ზრუნვა მთავარი ამოსავალი წერტილი და მთავარი ღირებულებაა“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სერგეენკოს წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„ზრუნვა ვახსენეთ და მე აღარ დავიწყებ იმ წარმატებულ რეფორმებზე საუბარს, იმ პროექტების ჩამოთვლას, რომელიც ჩვენი გუნდის ხელისუფლების პირობებში ბატონი დავით სერგეენკოს უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით განხორციელდა. ამისთვის მხოლოდ ერთის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხსენებაც საკმარისია.



ამ ადამიანს არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარის - ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის დაწყება უკავშირდება.




დავით სერგეენკოს მინისტრობის პერიოდში შეიცვალა დარგის ფილოსოფია, შეიცვალა მიდგომები და დამოკიდებულება, ჯანდაცვა პრივილეგიის ნაცვლად სახელმწიფოს პრიორიტეტი, საყოველთაო გახდა. წარსულს ჩაბარდა ის საშინელი დრო, როდესაც გადაუდებელი ჯანდაცვის სერვისებისთვის ადამიანებს სახლის გაყიდვა, უკანასკნელი თეთრის გაღება უხდებოდათ. ჩვენ ეს ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით, შრომით ჩავაბარეთ წარსულს.



მე, როგორც ქალაქის მერს, არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ბოლო წლებში მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა უბნებში განვახორციელეთ. ჩვენ პირობა მივეცით თბილისელებს, რომ თბილისში ცხოვრება შეიცვლებოდა: მოწესრიგდებოდა ინფრასტრუქტურა, განახლდებოდა სკვერები, იქნებოდა მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დავიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. დავიწყეთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ეს არის ქუჩების მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით და ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა თუნდაც საბურთალოს რაიონში; დავიწყეთ პარკების და სკვერების გალამაზება და მოწესრიგება, რა თქმა უნდა, ეს მიდგომები და დამოკიდებულება გაგრძელდება მომდევნო წლების განმავლობაშიც.



ძალიან მარტივია, ავიღოთ სტატისტიკა და ციფრები, 2014 წელს საბურთალოს რაიონის ბიუჯეტი იყო 11 მილიონი, 2020 წელს ბიუჯეტი არის ორჯერ გაზრდილი - 22 მილიონი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტი პროექტის განხორციელება შეგვიძლია, უფრო მეტი კარგის საქმის კეთება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ იქნება ზრდა და კიდევ მეტი პროექტი განხორციელდება.


დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იმართება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე და მინდა ვისაუბრო იმ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელსაც არა მხოლოდ საბურთალო, არამედ მთელი ქალაქი ელოდება. ეს არის ცენტრალური პარკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ფონდი „ქართუ" აკეთებს. სამუშაოები დაწყებულია, რომელიც 2 წელიწადში დასრულდება და ქალაქს ექნება კიდევ ერთი უზარმაზარი რეკრეაციული ზონა, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება თავისი კუთხე, თავისი ადგილი, სადაც იქნება ყველანაირი შესაძლებლობა დასვენების, გართობის, განტვირთვის. ძალიან მიხარია, როგორც ქალაქის მერს, როგორც, უბრალოდ, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.


მინდა ყველას წარმატება და გამარჯვება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, ორ დღეში, ამ მნიშვნელოვანი არჩევნების შემდეგ, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და არ იფიქროს ვინმემ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი კანდიდატის, ჩვენი პარტიული გამარჯვება იქნება. ეს არის ჩვენი სამშობლოს გამარჯვება, რადგან დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, რომელსაც აქვს რეალური ხედვა, როგორ განვითარდეს ეს ქვეყანა, როგორ წავიდეს წინ, როგორ გავაძლიეროთ ეკონომიკა, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს, როგორ შევუწყოთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ხელი და გავუმაგროთ ზურგი, ამის რესურსი გააჩნია პოლიტიკურ გუნდს, პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.


დარწმუნებული ვარ, 31-ში ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას. მინდა გამარჯვებები გისურვოთ, წარმატებები გისურვოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ - განაცხადა კახა კალაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up