კახა კალაძე – „დარჩით სახლში, თუ ამის  გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, არ გამოხვიდეთ ქალაქში“

კახა კალაძე – „დარჩით სახლში, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, არ გამოხვიდეთ ქალაქში“

access_time2020-03-20 15:10:00

დედაქალაქის მერია სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, პრევენციული ღონისძიებების გატარებას და ყველა იმ რეკომენდაციის შესრულებას განაგრძობს, რომელიც დარგის სპეციალისტებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მოცემული. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.


„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ყველამ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან - მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან. ყველაზე მთავარი - დარჩით სახლში, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, არ გამოხვიდეთ ქალაქში.


დღეს ჩემ გვერდით არიან გოგონები (სულ ოთხი არიან), რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ამ ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შექმნეს საინიციატივო ჯგუფი, შესაბამისი პლატფორმა - „დავეხმაროთ მოხუცებს“ და ბოლო დღეების განმავლობაში საოცარი აქტიურობა იყო. მათ შეძლეს, გარკვეული რაოდენობის თანხის მოძიება და 600-მდე ოჯახს, გაჭირვებულებს დავეხმარეთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ ახალგაზრდებს. ნამდვილად მეამაყება, რომ ასეთი ახალგაზრდები და მომავალი თაობა გვყავს. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი ჰუმანური და როგორი სოლიდარულია ჩვენი საზოგადოება.


ამიერიდან, უმნიშვნელოვანესია, რომ ის რესურსი, რომელიც ბიზნესში და მოსახლეობაში არსებობს, სწორად გამოვიყენოთ. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან გააქტიურებულია ბიზნესი, კერძო სექტორი. ბევრი გვიკავშირდება, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი მხრიდან ჩართულობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობით და ჩართულობით, რადგან ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში და გვმართებს სიფრთხილე - მიმართეთ მხოლოდ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზს, სადაც სრულყოფილ ინფორმაციას მოგაწვდიან, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ.


ასეთ რთულ პერიოდში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ზრუნვას და ყურადღებას საჭიროებენ. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, მაქსიმალური ზრუნვა გამოვიჩინოთ ხანდაზმულ მოქალაქეებზე, რომლებიც ვირუსის გავრცელების კუთხით, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის ფორმდება მემორანდუმი. ბოლო დღეების განმავლობაში, იმატა მოხალისეთა რაოდენობამ, შესაბამისად, აუციელებელია მათი გადამზადება, რომ ამ პროცესებში მოხალისეთა ჩართულობის თვალსაზრისით, უსაფრთხოდ ვიყოთ. პირველ რიგში, ამ ადამიანებმა არ უნდა დააზიანონ სხვა მოქალაქეები. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მოხალისეების ჯანმრთელობაზე, რომ სწორად განხორციელდეს დახმარების პროცესი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გადავამზადებთ მოხალისეთა ჯგუფს, რადგან ბევრს აქვს სურვილი, ამ ღონისძიებებში ჩაერთოს.



პირველ ეტაპზე, შემუშავდება ამანათების ფორმა, რომელიც საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და მედიკამენტებს მოიცავს. მარტოხელა ხანდაზმული მოქალაქეები მოხალისეების საშუალებით, ამანათებს მიიღებენ, რათა მათ სახლიდან გასვლა არ მოუწიოთ. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება ორი მიმართულებით - ერთი ეს იყო უფასო სასადილოები, მინდა, გამგეობის ყველა თანამშრომელს და ყველა იმ მოხალისეს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართულია ამ ღონისძიებებში. ეს პროგრამა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. მეორე ეს არის საბავშვო ბაღები. მე პირადად ვიმყოფებოდი გუშინ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, სადაც მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, ის რაციონი, რაც თავიანთ შვილებს ბაღში უნდა მიეღოთ, სახლში წაიღონ.


რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ამანათები წესების სრული დაცვით იქნება დაფასოებული. ასევე, შემუშავდება მედიკამენტების სტანდარტული პაკეტი და ყველას, იქნება ეს ბიზნესის წარმომადგენლები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვისაც ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეების დახმარების სურვილი ექნებათ, სწორედ მსგავსი პაკეტებით უნდა დაგვეხმარონ.


პირველ ეტაპზე, ჩვენს დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მოხუცები, რომლებიც მერიის ცხელ ხაზზე უნდა დარეგისტრირდნენ - 2 72 22 22. გარდა ამისა, მუშაობს თბილისის ათივე რაიონის გამგეობა. უკვე გვყავს 2 500-მდე ხანდაზმული მოქალაქე, რომლებიც ჩვენს დახმარებას მიიღებენ. რაც მთავარია, მოხალისეები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებენ, იქნებიან დაცული და შესაბამისად აღჭურვილი. წითელი ჯვრის დახმარებით, მოხდება მათი გადამზადება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ.


ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს პროექტის სწორად რეალიზებას. ჩვენი ყველა ქმედება უნდა იყოს კვალიფიციური და ეს რესურსი სწორად, რაციონალურად გამოვიყენოთ, რათა ხანდაზმულებს სახლიდან გამოსვლა არ მოუწიოთ.


მართალია დღეს ყველას რთული დღეები გვაქვს, მთელი მსოფლიო ცხოვრობს სტრესის ქვეშ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი მაგალითით, თავიანთი ქმედებით იმედით და სიყვარულით გვივსებენ გარემოს. მას შემდეგ, რაც მოხალისეებისა და დახმარების მსურველთა რეგისტრაცია დავიწყეთ, არაერთი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ძირითადად გვირეკავენ არა დახმარების მიღების სურვილით, არამედ პირიქით, გვთავაზობენ დავეხმაროთ ადამიანებს, ვისაც უჭირს.


ყველაფერი იქნება კარგად - ამის თქმის უფლებას მაძლევს ყველა ის ადამიანი, რომელიც საკუთარ ინტერესზე წინ აყენებს სხვათა პრობლემების გადაჭრას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ“  განაცხადა კახა კალაძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up