კახა კალაძე: ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მომდევნო წლებში, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გვყავდეს

კახა კალაძე: ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მომდევნო წლებში, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გვყავდეს

access_time2021-01-20 12:40:00

2021 წელს თბილისის მერიის პრიორიტეტებს შორის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ასევე, იგეგმება პროექტების განხორციელება ეკოლოგიური და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით.



„დაიწყო ახალი სამუშაო წელი და რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით, უნდა გავაათმაგოთ და გავაასმაგოთ. 2020 იყო ძალიან რთული წელი ყველანაირი თვალსაზრისით. მსოფლიო იდგა სერიოზული გამოწვევის წინაშე და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. საქართველოც არ არის გამონაკლისი, ვებრძვით უხილავ მტერს - Covid-19-ს. პანდემიის გამო, 2020 წელს ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა, პროექტების გადავადება მოგვიწია სხვა პრიორიტეტების გამო, თუმცა დარწმუნებული ვარ, 2021 წელს ერთიანი ძალისხმევით, ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას შევძლებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, მიმდინარე წლის პრიორიტეტი ასევე, დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.




„მიმდინარე წლის ბიუჯეტში ძირითადი პრიორიტეტები სოციალურ-ეკონომიკური სფეროს მხარდაჭერაა, რისთვისაც 350 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დაახლოებით, 440 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაიხარჯება. იცით, რომ დაწყებული გვაქვს სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმა, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ეს იქნება მიმდინარე წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ასევე, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. გასულ წელს ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელა, მათ შორის, სკვერებისა და პარკების განახლება-რეაბილიტაცია, რაც მომავალშიც გაგრძელდება. არსებულმა პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავსი სივრცეების არსებობას. სასიხარულოა ის, რომ უკვე საპარკე კულტურა შემოვიდა ქალაქში. ჩვენ რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეებში ყველა თაობის ადამიანი მიდის - ზოგი ვარჯიშობს, ზოგი სეირნობს, ზოგი შვილებს და შვილიშვილებს ასეირნებს. შესაბამისად, გვაქვს მეტი მოტივაცია, რომ ასეთი სივრცეები კიდევ შევქმნათ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.



მისივე თქმით, გასული წლის ბიუჯეტი თბილისის მერიამ 96%-ზე მეტი ოდენობით შეასრულა.



„რაც შეეხება გასული წლის ბიუჯეტს, თბილისის მერიამ ბიუჯეტი 96%-ზე მეტი ოდენობით შეასრულა. 440 მილიონი ლარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურული მიმართულებით. განსაზღვრული გვქონდა, რომ 500 მილიონზე მეტი დახარჯულიყო, თუმცა პანდემიამ სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა. 320 მილიონი ლარი დაიხარჯა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. კარგად გვესმის ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ძალიან ბევრ მათგანს დავეხმარეთ, ბევრ ოჯახს დავუდექით გვერდით, ბევრი სიცოცხლე გადავრჩინეთ, შეჭირვებულ ოჯახებს ხელი შევუწყვეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით არ ვტრაბახობთ. ეს ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ მომდევნო წლებში, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გვყავდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.



ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაცვლად დაგეგმილი მილიარდ 100 მილიონი ლარისა, ბიუჯეტი მილიარდ 150 მილიონი ლარი იქნება.



„საუბარი იყო, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 100 მლნ ლარამდე გაიზრდებოდა, თუმცა 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მუნიციპალიტეტის ეფექტური მუშაობის შედეგად, გადაჭარბებით არის შესრულებული და ამის გამო, 2021 წლის ბიუჯეტი იქნება 1 მლრდ 150 მლნ ლარამდე, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისა და თბილისელებისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up