კახა კალაძე: ჩვენ ვისმენთ ცრუ ბრალდებებს ტელევიზიებიდან, თითქოს მერია ადამიანებს არ ეხმარება

კახა კალაძე: ჩვენ ვისმენთ ცრუ ბრალდებებს ტელევიზიებიდან, თითქოს მერია ადამიანებს არ ეხმარება

access_time2021-02-17 14:20:00

„დიდი ტყუილია, რომ მუნიციპალიტეტი და გამგეობები შეჭირვებულ ოჯახებს არ ეხმარებიან, რადგან ჩვენი პრიორიტეტი სწორედ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებაა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

როგორც მერმა აღნიშნა, კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ სიუჟეტებში ცრუ ბრალდებებზე იყო საუბარი და რეალურად, ეს ადამიანები ყოველთვიურად იღებენ დახმარებას იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები იჯარით აიღონ.

„ჩვენ ბოლო წლებში ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ოჯახებს, მოქალაქეებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ და გაუჭირდათ პანდემიის პირობებში. გვაქვს ბევრი მუნიციპალური პროგრამა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც 2020 წელს, ასევე, 2021 წელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება. ყველა პროგრამას, რომელიც დაანონსებული გვაქვს, არცერთი თეთრი არ დააკლდება იმისთვის, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს და ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მუნიციპალიტეტის თანადგომა, სახელმწიფოს მხარდაჭერა. შესაბამისად, ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი განხორციელდება.

ჩვენ ვისმენთ ცრუ ბრალდებებს ტელევიზიებიდან, თითქოს მერია ადამიანებს არ ეხმარება. კონკრეტული მედიასაშუალებების გადაცემებში გასულ კვირას იყო სიუჟეტები, ჰყავდათ მოწვეული სტუმრები და საუბრობდნენ, რომ მუნიციპალიტეტი, გამგეობები ამ ოჯახებს არ ეხმარებიან. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არ ვიკადრებ, კონკრეტულად ამ ადამიანების სახელებით და გვარებით მიმოწერები გავასაჯაროო. არ ვიკადრებ იმას, საზოგადოებას წარვუდგინო, რა დახმარებები აქვთ მიღებული, რამდენს იღებენ ყოველთვიურად, თუნდაც იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები აიღონ იჯარით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მთავარია, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი ეკონომიკური გარემო, რომ რაც შეიძლება, ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს.

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში შევქმნათ ისეთი ეკონომიკური გარემო, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეჭირვებული, ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს და ეს მიღწევადია. ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს შევძლებთ. პანდემიამ სერიოზული პრობლემა შექმნა. ძალიან დიდი გავლენა იქონია ეკონომიკის განვითარებზე, მაგრამ ყველაფერი დაძლევადია. მთავარია, პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რომელსაც შეიძლება აქამდე ასე არ ვაფასებდით და გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up