კახა კალაძე – „ჩვენ შევცვალეთ მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი - სისტემის, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისადმი“

კახა კალაძე – „ჩვენ შევცვალეთ მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი - სისტემის, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისადმი“

access_time2020-09-10 21:39:21

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პარტიის აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს, ძვირფას სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას! მინდა ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. მე გამოვდივარ თქვენს წინაშე, როგორც ამ უძველესი, უმშვენიერესი ქალაქის მერი, როგორც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი. მეგობრებო, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის 8 წლისთავზე, მსურს, უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნო ის უმთავრესი მიღწევა, რაც განახორციელა ჩვენმა გუნდმა - თავისუფლების და ღირსების შეგრძნების დაბრუნება თითოეული მოქალაქისთვის, თითოეულ ოჯახში. ჩვენ შევცვალეთ მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი - სისტემის, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისადმი. 8 წლის მანძილზე შეიცვალა კონტექსტიც, შეიცვალა გარემოც და რაც მთავარია, უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურიმა მდივანმა კახა კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„დღეს ჩვენ აღარ გვიწევს ადამიანის ელემენტარული უფლებებისთვის, წამებისა და ჩაგვრის დასრულებისთვის ბრძოლა. დღეს ჩვენ უკვე სრულიად სხვა მიზნების მიღწევისთვის ვმუშაობთ, კი არ ვიბრძვით, არამედ ვშრომობთ.



დღეს, ჩვენ ვმსჯელობთ, ვსაუბრობთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვადებზე, ქვეყნის უფრო სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებაზე, ვსაუბრობთ წარმატებით განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმის კიდევ უფრო დახვეწაზე, ვკამათობთ და ვრიგდებით სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარების ვადებზე, მართლმსაჯულების სისტემის მაქსიმალურად დახვეწაზე, გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი სტანდარტის პირობების შენარჩუნებაზე, მოქალაქეების ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან დაცვის დემოკრატიულ ინსტრუმენტებზე, მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებაზე და არა არჩევნების გაყალბებაზე, ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, ქალაქგეგმარებასა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე, ვსაუბრობთ არა იმაზე, თუ როგორ დავიცვათ მოქალაქეებმა თავი სახელმწიფოსგან, არამედ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო უკეთ იზრუნოს სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებზე.



ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ყოველდღიურობის და დემოკრატიის რუტინაა, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ყველაფერი მართლაც შეუძლებელი, საოცნებო და მიუღწეველი მიზანი იყო.



არავინ იცის, რამდენი ხანი გასტანდა რეჟიმი, რომ არა ის გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც 2012 წელს მოხდა და ეს ყველაფერი, ამ ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის გუნდის „ქართული ოცნების" დამსახურება და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის დამსახურებაა.



ეს 2012 წლის გამარჯვების მონაპოვარია!



დღემდე ვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით, როცა პარტიის თავმჯდომარეს შევთავაზე ჩემი თანადგომა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის გათავისუფლების საქმეში და იმ დღიდან მოყოლებული, მეც თქვენსავით ერთგულად ვდგავარ ჩემს მიერ არჩეულ თავისუფლების, ქვეყნისა და ხალხის მსახურების გზაზე.




დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი თანაგუნდელი აცნობიერებს იმ დიდ პოლიტიკურ მისიას, რასაც შევეჭიდეთ და იმ დიდ პასუხიმგებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მოგვანიჭა.



ჩვენმა ქვეყანამ მას შემდეგ ბევრი რამ გაიარა, ბევრი რამ შეიცვალა, ნელ-ნელა იცვლებოდა ხალხიც ჩვენ გარშემო, ახლდებოდა და ახალი პროფესიონალებით ივსებოდა ჩვენი გუნდიც.



იყო ბევრი გულდაწყვეტა, ბევრი ტკივილიც, თუმცა ჩვენ შევძელით მთავარი, სახელმწიფოში ადამიანმა, მოქალაქემ დაიბრუნა საკუთარი ადგილი და ქვეყანა დადგა მშვიდობიანი, ნორმალური განვითარების შეუქცევად გზაზე.



მთელს ამ პროცესში, ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, ამოსავალი წერტილი არასდროს ყოფილა ვიწრო პარტიული ინტერესები, ყოველთვის იყო ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურება და ეს ყოველთვის ასე იქნება.



პარტია და ხელისუფლება საჭიროა მხოლოდ ამ ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად საშური საქმის განხორციელებისთვის, რათა როცა დაფიქრდები, რა არგე შენს ქვეყანას, ამაზე მყარი და მკაფიო პასუხი გქონდეს და ვალმოხდილი იყო საკუთარი ქვეყნის წინაშე, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია.



მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მეც მთელ საქართველოს მივულოცო უმნიშვნელოვანესი მოვლენა - საქართველოს სარაგბო ნაკრები „რვა ერის" გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.



ეს ქართული სპორტისა და ქართული რაგბის დიდი გამარჯვებაა და ამ გამარჯვებაშიც, თავისი უანგარო ქველმოქმედებით, ბიძინა ივანიშვილს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.




ვიმედოვნებ, რომ ახალ, გულანთებულ სახეებთან, "ქართული ოცნების" განახლებულ გუნდთან და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ასეთი შემართებით, კიდევ ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებთ. კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს დავძლევთ, ერთად დავდგებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მის საბოლოოდ გასაერთიანებლად და ერთად ვიბრძოლებთ საქართველოს წარმატებისთვის!



ჩვენ ვაშენებთ აწმყოს, ჩვენ პასუხისმგებლობით და სიყვარულით ვეკიდებით საქმეს, რომ მომავალი იყოს უზრუნველყოფილი. წარმატებები მინდა ვუსურვო „ქართული ოცნების" განახლებულ გუნდს, წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას ,ჩემს ხალხს!



ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა კახა კალაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up