კახა კალაძე – „ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, 24-საათიანი მუშაობით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა პრობლემა იყოს გადალახული და ყველა გამოწვევას ჰქონდეს შესაბამისი პასუხი“

კახა კალაძე – „ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, 24-საათიანი მუშაობით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა პრობლემა იყოს გადალახული და ყველა გამოწვევას ჰქონდეს შესაბამისი პასუხი“

access_time2020-09-03 23:47:59

„ჩემთვის პატივია წარვდგე თქვენს წინაშე ქალაქში, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს გულია, ერთნაირად ნაცნობი და ახლობელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს თითოეული მცხოვრებისთვის. სასიხარულოა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი გზის მონაკვეთი. გარდა ამისა, რომ ხაშურში სატრანზიტო მოძრაობა შეწყდება და ქალაქი საცობებისგან განიტვირთება, პროექტი მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხითაც, რაც პირდაპირ აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე“ – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ხაშურში, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„რასაკვირველია, ჩვენ ვიზრუნეთ იმაზეც, რომ ახალი გზის გახსნასთან ერთად, შენარჩუნებულიყო ის ეკონომიკური აქტივობები, რაც უკავშირდებოდა ძველ საავტომობილო გზას ხაშურში, რათა მოსახლეობამ კვლავაც შეძლოს საკუთარი წარმოებული პროდუქციის რეალიზება. შესაბამისად, ახალ გზაზე მოეწყობა სპეციალური სავაჭრო სივრცეები, რომელიც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი ბიზნესი.



განვითარება ვახსენეთ და შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რაც „ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული - განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოყოფილი და დამტკიცებული გრანტები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ შექმნილიყო სამუშაო ადგილები, რაც იძლევა შესაძლებლობას, დროთა განმავლობაში დაიძლიოს ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც სწორედ ახალ სამუშაო ადგილების შექმნას უკავშირდება.




დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ უმშვენიერეს ადგილზე- ქვიშხეთში, კონკრეტულად „რეზორტ მწერლებში. ეს არის პროექტი, რომელიც განხორციელდა სწორედ სახელმწიფოს თანადაფინანსებით და ხელშეწყობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ასეთი პროექტი უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში.



ჩვენ ძალიან ბევრს დავდივართ რეგიონებში, ყველა რაიონსა და ქალაქში ჩავდივართ და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მიხარია, თუ რა პროექტებია განხორციელებული და როგორი ხელშეწყობაა სოფლად მცხოვრები ადამიანების მიმართ. ძალიან ბევრი ოჯახი იყენებს იმ პროგრამებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები და ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხები ჭირდება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, 24-საათიანი მუშაობით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა პრობლემა იყოს გადალახული და ყველა გამოწვევას ჰქონდეს შესაბამისი პასუხი.



თქვენ იცით, რომ 31 ოქტომბერს არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავალი განვითარებისთვის. დღეს ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ესაა სიმშვიდე და სტაბილურობა. 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენთვის ყველაზე მთავარი, ღირებული და ამოსავალი წერტილი არის ადამიანი და ადამიანის კეთილდღეობა. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები, ყველაფერი მორგებულია ადამიანზე. დარწმუნებული ვარ, ეს განვითარების და სტაბილურობის გზა აუცილებლად შენარჩუნდება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით შევქმნათ პატარ-პატარა გამარჯვებები, წარმატებების ისტორიები.


ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა კახა კალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up