კახა კალაძე – „ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური მუშაობით და ქმედებებით უნდა შევქმნათ პატარ-პატარა წარმატების ისტორიები“

კახა კალაძე – „ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური მუშაობით და ქმედებებით უნდა შევქმნათ პატარ-პატარა წარმატების ისტორიები“

access_time2020-10-12 16:36:19

„ჩემთვის დიდი პატივია მშრომელი, პატრიოტი, საკუთარ ქალაქსა და კუთხეზე შეყვარებული ხალხის წინაშე წარვსდგე ამ ქალაქში, რომელიც ისტორიული სამცხის ცენტრი და სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მარგალიტია“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ახალციხეში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„აქ არსებული ციხის კედლები უამრავ საგმირო საქმეს, ვაჟკაცობის, სიყვარულისა და საკუთარი სამშობლოსთვის თავგანწირვის ძალიან ბევრ ისტორიას ინახავს. ამ ადგილებში ადამიანი ჯერ კიდევ ადრეული ბრინჯაოს ხანაში სახლობდა, თქვენი ქალაქი კი საუკუნეების მანძილზე საქართველოსთვის უდიდესი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მნიშვნელობის ცენტრს წარმოადგენდა.



ახალციხე განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია, რის განმაპირობებელიც საკუთარი სამშობლოს სიყვარული და მასზე ზრუნვაა. დღესაც გვხვდება ამ ქალაქში ისტორიული მეჩეთი, სინაგოგა, თუ ეკლესია, რომელიც ამ ქალაქს ალამაზებს და გასაკუთრებულ ხიბლს, ისტორიულ და კულტურულ დანიშნულებას სძენს.




რა თქმა უნდა, უდიდეს ისტორიულ ღირებულებასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადგილები უნიკალური მინერალური და სამკურნალო წყლებით არის ცნობილი, რომელიც გამორჩეულ ბალნეოლოგიურ კურორტს ქმნის, რომლის არ გამოყენებაც კატეგორიულად მიუღებელია. ამ მიმართულებით 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდა. განვლილი 8 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში განხორციელდა უამრავი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ სოციალური პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ზრდაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.



ახალციხეში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებისთვის უამრავი პროგრამა მოქმედებს, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის უნიკალური თანამშრომლობის მაგალითს, განვითარებულ ბიზნესსა და წარმოებას, ახალ სამუშაო ადგილებსა და მუნიციპალიტეტში დამატებით შემოსავლებს ქმნის.



რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, ბევრი პრობლემაა, გამოწვევები, რომელსაც სჭირდება 24-საათიანი მუშაობა. ამ ყველაფერს მხოლოდ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ვერ გააკეთებს. აქაც მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა.



ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური მუშაობით და ქმედებებით უნდა შევქმნათ პატარ-პატარა წარმატების ისტორიები. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“ – განაცხადა კახა კალაძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up