კახა კალაძე - „ჭკვიანი შუქნიშნების“ სინქრონიზებული მუშაობა შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გზებზე საცობების რაოდენობა შევამციროთ

კახა კალაძე - „ჭკვიანი შუქნიშნების“ სინქრონიზებული მუშაობა შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გზებზე საცობების რაოდენობა შევამციროთ

access_time2020-08-12 13:02:25

თბილისის მასშტაბით, გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა დაინერგება, რომლის შემადგენელი - შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრს დაუკავშირდება.


ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


„იცით, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში ვმუშაობთ ყველა მიმართულებით: ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ავტობუსების განახლების პროექტი, ასევე,მიკროავტობუსებზე გვაქვს გამოცხადებული ტენდერი, რათა მოხდეს მათი ჩანაცვლება-განახლება და წლის ბოლომდე არსებულიე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად განახლებული იქნება. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით: ვაპირებთ, კიდევ ჩამოვიყვანოთ ავტობუსების დამატებითი რაოდენობა. პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა, საავტობუსე ზოლების გაჩენა ქალაქში, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლოს მგზავრების გადაყვანა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.



მისივე თქმით, „ჭკვიანი“ შუქნიშნების სინქრონიზებული მუშაობა შესაძლებლობას იძლევა, რომ გზებზე საცობების რაოდენობა შემცირდეს, ასევე, შეუფერხებლად გადაადგილდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო მომსახურების ავტომობილები.


„როდესაც თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია, ვთქვით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე პოპულარული, სწრაფი და კომფორტული. ამიტომ, ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და ის პროექტები, რომელიც დაწყებულია, ერთმანეთის პარალელურად ხორციელდება. მდგრადი და განგრძობადი სატრანსპორტო შედეგების მისაღებად, თბილისის მასშტაბით, გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა დაინერგება, რომლის შემადგენელი - შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრს დაუკავშირდება. „ჭკვიანი“ შუქნიშნების სინქრონიზებული მუშაობა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევამციროთ გზებზე საცობების რაოდენობა, ასევე, შეუფერხებლად გადაადგილდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო მომსახურების ავტომობილები. ამ მიმართულებით გერმანიის მთავრობაგვეხმარება. ამ პროექტის შემუშავებაში, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ჩატარებაში ჩართულია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გერმანული კომპანია „გოპა“. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ შუქნიშნებზე, კამერებსა და კონტროლერებზე გამოცხადებული გვაქვს შესყიდვა და გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გვეცოდინება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ სხვა პროექტებთან ერთად, თბილისს საცობების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.


„ჭკვიანი“ შუქნიშნების სისტემა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პრობლემები, რომლებიც ქალაქში გვაქვს საცობებთან დაკავშირებით, ნაწილობრივ განიტვირთოს. რა თქმა უნდა, სრულად განტვირთვის შესაძლებლობას მხოლოდ შუქნიშნები ვერ მოგვცემს, მაგრამ მთლიანობაში ის რეფორმები, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარეობს, საბოლოო ჯამში, შედეგს გამოიღებს. ეს პროექტები ყველა დიდ ქალაქშია განხორციელებული, სადაც საცობების თვალსაზრისით, ანალოგიური პრობლემები არსებობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up