კახა კალაძე - ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ცილისწამება მიდის, გგონიათ, რეზინის შვილები მყავს?!

კახა კალაძე - ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ცილისწამება მიდის, გგონიათ, რეზინის შვილები მყავს?!

access_time2021-09-18 12:49:12

"მერიას არანაირი უფლება არ აქვს ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების, რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში“,- ასე აფასებს ჟურნალისტებთან დედაქალაქის მერი კახა კალაძე, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბანერებს, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!"

თბილისის მერი ამბობს, რომ ცნობილია, ვინ განათავსა ბანერი.

“მე პირადად არ მომწონს ეს. ჩემი საარჩევნო კამპანია მაქვს, ყოველთვის ვესაუბრები საზოგადოებას სამომავლო გეგმებზე. ვესაუბრები გამოწვევებზე. დღეს, მაგალითად პრეზენტაცია მქონდა, თუ რას ვაპირებ მომდევნო 4 წლის განმავლობაში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. ისიც გაირკვა ვინ გამოაკრა, ამასთან დაკავშირებითაც არსებობს ინფორმაცია. მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების. არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში, არის კომპანია „ალმა“, გაგიგიათ ამასთან დაკავშირებით? რომლის საკუთრებაა ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. მერიას არც გაკვრაში და არც ჩამოხსნაში არანაირი ვალდებულება და უფლება არ აქვს“,- აღნიშავს კალაძე.

კითხვაზე, იმუშავებს თუ არა „სისხლიანი ბანერები“ წინასაარჩევნოდ, თბილის მერი განმარტავს, რომ „ქართული ოცნება“ მოწოდების სიმაღლეზეა, მისი ოჯახის წინააღმდეგ კი ცილისწამება მიმდინარეობს.


„ხომ არ მოგწონთ ეს, რაც გამოკრულია? ისე არ მომწონს მე, ისე არ მომწონს ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს. შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ, საარჩევნო კლიპები, რაც არის შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა, ეს ხართ თქვენ. მაშინ რატომ არ იღებთ ენას?! რატომ არ საუბრობთ ამაზე?! სასიამოვნოა?! „ქართული ოცნება“ და ახა კალაძე  არაფერს აკეთებს. „ქართული ოცნება“ დგას მოწოდების სიმაღლეზე, ვერ ნახავთ ჩემ განცხადებას, ოპონენტის, ან ვინმეს წინააღმდეგ სიძულვილის ენა გამომეყენებინოს საარჩევნო კამპანიის დროს განსაკუთრებით. თქვენ, ერთხელ არ გამოსულხართ, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ეს ცილისწამების ვიდეო, ჩემი შვილები რა, რეზინის შვილები მყავს გგონიათ?! ეს არის რეალობა!“-აღნიშნავს კალაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up