კახა კალაძე - ჩანაწერები გაყალბებული და მიჭრილ-მოჭრილია, რაც წინა ხელისუფლების ხელწერაა

კახა კალაძე - ჩანაწერები გაყალბებული და მიჭრილ-მოჭრილია, რაც წინა ხელისუფლების ხელწერაა

access_time2018-10-07 15:34:12

ჩანაწერები გაყალბებული და მიჭრილ-მოჭრილია და ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირრბით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.


"ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, როგორც სამხარაულმა, ასევე ლონდონის ერთ-ერთმა უძლიერესმა საექსპერტო ბიურომ დაასკვნა, რომ ეს არის გაყალბებული, ამოჭრილ-მიჭრილ-მოჭრილი ჩანაწერები, ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა და ჩვენ ასეთი ჩანაწერების არაერთი მაგალითი გვახსოვს, ვინ იყო ამის შემოქმედი საზოგადოებამ კარგად იცის", - განაცხადა კალაძემ.


რაც შეეხება "ომეგას" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას, კალაძე აცხადებს, რომ ბიზნესის მხარდაჭერა ყოველთვის მოხდება. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კი დაუმალავს, გახარიამაც აღნიშნა, რომ შეხვედრა შედგა. „ის, რომ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება, ხდება მხარდაჭერა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბიზნესი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა და მისი სწორად მუშაობა, ხალხის დასაქმება არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ყოველთვის ხდებოდა მხარდაჭერა ბიზნესის მიმართ და ეს მომავალშიც ასე იქნება",-განაცხადა კალაძემ.



ამასთან, კახა კალაძემ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ "ომეგას" საქმეში შესაძლო მონაწილეობაზე განაცხადა, რომ მან კონკრეტული დეტალები არ იცის. "მე ეს დეტალები და კონკრეტული საქმეები არვიცი. თუ ვინმეს მიმართ არსებობს დამადასტურებელი ფაქტი, მტკიცებულება, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ამაზე ორი აზრი არ არსებობს",- განაცხადა კალაძემ.


"ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში რამდენიმე აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელზეც პროკურატურამ გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო.

IPN 




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up