კახა კალაძე: ცენტრალური პარკის პროექტში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება - ეს იყო მოქალაქეების დაკვეთა

კახა კალაძე: ცენტრალური პარკის პროექტში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება - ეს იყო მოქალაქეების დაკვეთა

access_time2022-08-04 21:00:00

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


ცვლილებების თანახმად, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები. კერძოდ, ფრანგული ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ადგილზე, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, მოეწყობა გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის.


თბილისის მერის განცხადებით, ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოებს, მუნიციპალიტეტისთვის ტერიტორიის გადმოცემასთან ერთად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.


„ცენტრალური პარკის პროექტში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ეს იყო მოქალაქეების დაკვეთა. ფრანგული და იაპონური ბაღების ნაცვლად, გაჩნდა ორი დიდი მდელო, რაც გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიზნისთვის - დასვენებისთვის, გართობისთვის და ა.შ. ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას - ხშირად არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს, მუნიციპალიტეტი ხარჯავს თანხებს ამ პროექტის განხორციელებაში. ეს სივრცე მუნიციპალიტეტს საქველმოქმედო ფონდი „ქართუსგან“ საჩუქრად გადმოეცა. პროექტი სრულად დაფინანსებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. როგორც ქალაქის მერს, თბილისში მცხოვრებ ადამიანს ძალიან მიხარია, რომ ჩვენი დედაქალაქისთვის მსგავსი პროექტი ხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.



ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განმარტებით, ცენტრალური პარკი ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი.


„ძალიან მალე თბილისს ცენტრალური პარკის სივრცე შეემატება. ის განკუთვნილი იქნება ყველა ასაკის მოქალაქისთვის. იქნება საინტერესო სეგმენტები, როგორც თავისუფალ ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის, ისე სპორტული აქტივობების მსურველთათვის. ვფიქრობ, პარკი დაამშვენებს არამხოლოდ საბურთალოს რაიონს, არამედ მთელ დედაქალაქს“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.


გარდა ამისა, პარკის მოწყობის პროექტში საპარკინგე ადგილის ფართი შემცირდა და მის ადგილზე, 5 937 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაგეგმილია გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის სპორტული მოედნის მოწყობა. პარკში 440 ადგილის ნაცვლად, 245 საპარკინგე ადგილი დარჩება.






დმიტრო კულება - უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის არ არის, მას რუსების უმეტესობა უჭერს მხარს, მოდით, რუსები დატკბნენ რუსეთით

დმიტრო კულება - უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის არ არის, მას რუსების უმეტესობა უჭერს მხარს, მოდით, რუსები დატკბნენ რუსეთით
access_time2022-08-11 23:50:01
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის კანცლერს უპასუხა....

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-08-11 23:00:12
​კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება დანიის თავდაცვის მინისტრმა, მორტენ ბედსკოვმა გააკეთა. ინფორმაციას...

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს
access_time2022-08-11 22:00:03
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ...

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა
access_time2022-08-11 21:00:11
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა...

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი
access_time2022-08-11 20:00:25
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up