კახა კალაძე: ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტი 300 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის

კახა კალაძე: ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტი 300 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის

access_time2020-06-10 12:13:15

თბილისის მერია 300 ერთეულ მიკროავტობუსს კვლავ შეისყიდის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



დედაქალაქის მერის თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი პროექტების დროებით შეჩერება მოუწია, თუმცა ეტაპობრივად, ყველა პროექტის განხორციელება გაგრძელდება.



„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და ბიზნესსექტორი დაზარალდა, ასევე, ზიანი მოგვადგა ჩვენ. წლის დასაწყისში ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავდით და ეს წელი ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. არსებულ ვითარებაში პროექტების დროებით შეჩერება და პრიორიტეტების გადანაწილება მოგვიწია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროექტები არ განხორციელდება - უბრალოდ დროში გადაიწევს. ყველა ტენდერის გამოცხადებას ვაპირებთ, მაგრამ ხელშეკრულებას ჯერ არ გავაფორმებთ. დაველოდებით, როგორ წარიმართება არსებული ვითარება. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოსწორდება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, შემოსავლების შემოდინება ძალიან სწრაფად მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.




დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა, რადგან ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისის ბიუჯეტს დამატებითი ტრანსფერის სახით, თანხა გამოეყოფა.



„დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს დაახლოებით, 150 მლნ ლარზე მეტი დააკლდა. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია და აისახება იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც უკვე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ისე გავაკეთებთ, რომ ცოტა მოგვიანებით დავიწყოთ. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ, იყო მიკროავტობუსების შეძენა. შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადებული იყო. იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და მიკროავტობუსები ამ პოლიტიკის კომპონენტია. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს, რადგან კონსულტაციები გვქონდა და ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით, დამატებითი თანხების მიღების შესაძლებლობა მოგვეცა. ამ თანხებს მიკროავტობუსების შესაძენად გამოვიყენებთ. მუნიციპალიტეტი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ეს მოხდება პირველ ეტაპზე და შემდგომში მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up