კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის მანძილზე, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო

კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის მანძილზე, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო

access_time2021-05-14 10:00:00

ბოლო ერთი წლის მანძილზე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო. ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.


„დაითესა ბალახი 157 710 კვადრატულ მეტრ ფართობზე.


ნიადაგის მულჩირების სამუშაოები ჩატარდა 11 176 კვადრატულ მეტრ ფართობზე.


დაირგო სხვადასხვა ჯიშის 418 166 ძირი სეზონური ყვავილი.


რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 პარკსა და სკვერს.


განხორციელდა მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარიული კვლევა და შემდეგ წამლობა სხვადასხვა მისამართზე, 129 897 ძირ მწვანე ნარგავზე.


კონკრეტულად:


განახლდა ვეტერანთა, კულტურისა და დასვენების პარკი, რომლის ფართობიც 72 100 კვადრატული მეტრია. ტერიტორიაზე, ჯამში, 6 088 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.



ვარკეთილის დასახლებაში, დ. ალექსიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაო. შედეგად, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე 1 879 ძირი ხე და 2 423 ბალახოვანი მცენარე დაირგო. ასევე, დაითესა 6 200 კვ.მ ტერიტორიაზე ბალახი.


რეაბილიტირდა ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერი, რომლის ფართობიც 7 180 კვადრატული მეტრია. დაირგო სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი ჰიდროთესვის პრინციპით.


განახლდა მოსკოვის გამზირზე არსებული ორკილომეტრიანი შუა ზოლი, სადაც საბავშვო და სპორტული მოედნები, ველო და სასეირნო ბილიკები, განათების, სარწყავისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები მოეწყო. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის 9 063 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.


ევროპის ქუჩაზე არსებულ ორკილომეტრიან შუა ზოლში 746 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.


დაირგო 70-მდე ძირი მწვანე ნარგავი ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე არსებულ შუა ზოლში.


აღმაშენებლის გამზირზე, №59ა-ში მდებარე ვერტიკალური კედელი, რომლის ფართობიც 200 კვადრატულ მეტრზე მეტია, 19 894 ძირი მცირე ზომის ახალი მცენარით შეივსო.


26 მაისის მოედანზე ახალ გზაგამყოფ კუნძულებზე, რომელთა ფართობიც 1 000 კვ. მ-ია, სხვადასხვა სახეობის 357 ძირი ხე და ბუჩქი, 5 264 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგო.


4 208 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო გულუას ქუჩაზე, 5 000 კვ.მ ფართობზე, სადაც გამწვანებული კუნძულები მოეწყო.
თამარაშვილის ქუჩაზე ახალ გზაგამყოფ კუნძულებზე 2 044 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო. ასევე, 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბალახის საფარი.


სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის რაიონის გამგეობის შენობის მიმდებარედ არსებულ კუნძულები 300-მდე ნარგავით გამწვანდა.


ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებულ გზაგამყოფ ზოლში 50-მდე ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.


მარჯვენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან არსებულ გამწვანებულ კუნძულებზე დაირგო 348 ძირი მწვანე ნარგავი.
100-მდე მწვანე ნარგავი დაირგო აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ ახლადმოწყობილ კუნძულებზე“ – წერს კახა კალაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up