თბილისის მერმა კახა კალაძემ ეკონომიკაზე კოორნავირუსის გავლენის საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, შექმნილი ვითარება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
„ღიად უნდა ვისაუბროთ ამაზე, ვერ გავექცევით - რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიოში, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკას და ჩვენი ქვეყნს ეკონომიკურ განვითარებას და წინსვლას. ამას უნდა შევეგუოთ ყველა, თუმცა რა თქმა უნდა, ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ ასეთ რთულ ვითარებაში ბიზნესი არ დატოვოს; არ დატოვოს დასაქმებული ადამიანები; ჩვენ მოვუწოდეთ ბიზნესს, რომ შეძლებისდაგვარად მოახერხონ და ადამიანები ხელფასების გარეშე არ გაუშვან სახლებში.
რა თქმა უნდა, ბიზნესს ექნება ხელშეწყობა, თანადგომა და ძალიან წარმოდგენილი იქნება კონკრეტული პაკეტი, თუ რა დახმარება გადაიდგმება იმისთვის, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში ადამიანები პრობლემის წინაშე პირისპირ არ დარჩნენ. ეს გადაწყვეტილებები, რომელიც ძალიან მალე გამოცხადდება, შეეხიდება ბიზნესს და ეს უნდა აისახოს კონკრეტული კომპანიების თანამშრომლებზე. ამ მძიმე ვითარებაში ყველა უნდა გავერთიანდეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ „პოსტვ-ის“ ეთერში.