კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენა ექნება - ხალხის დამოკიდებულებას მას ვერავინ წაართმევს

კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენა ექნება - ხალხის დამოკიდებულებას მას ვერავინ წაართმევს

access_time2021-01-15 21:30:00

რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილს თავისი გავლენები აქვს, მის მიმართ ქართველი ხალხისა და საზოგადოების დამოკიდებულებას მას ვერავინ წაართმევს. რა თქმა უნდა, მას აქვს გავლენები როგორც ქვეყანაში, ისევე ზოგადად პოლიტიკაში,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რჩება თუ არა ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიუხედავად, მისი გავლენა პარტიაში.



კახა კალაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში განმსაზღვრელი იყო, როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს იყო ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში დამყარებული დიქტატურის პირობებში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების გაერთიანება შეძლო.



„თუ გავიხსენებთ 2011 წელს, როდესაც მან განაცხადი გააკეთა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, გვახსოვს, რა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება, რა მდგომარეობა იყო, ფაქტობრივად, ქვეყანა ჩიხში იყო შესული, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ დიქტატურა იყო დამყარებული და ერთადერთი ადამიანი, ვინც შეძლო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების გაერთიანება, ეს გახლდათ ბიძინა ივანიშვილი და ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, გაძლიერებაში მას აქვს ძალიან დიდი როლი. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ამასთან დაკავშირებით მან ძალიან ვრცლად ისაუბრა თავის განცხადებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენა ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით გაჟღერებული მოსაზრებები, მისი დისკრედიტაციის მცდელობაა.




„ძალიან ბევრი ეპითეტები მოვისმინეთ ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ძირითადად ეს იყო ოპოზიციური პარტიებისა და ოპოზიციური ექსპერტების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ბიძინა ივანიშვილის წასვლასთან დაკავშირებით. მან ძალიან ვრცლად ისაუბრა თავის წერილში თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და ეს ერთ დღეში ნაფიქრი გადაწყვეტილება არ არის. ეს განცხადებები მიზანმიმართულად კეთდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ფიგურის მიმართ ჰქონდეთ დისკრედიტაციის მცდელობა, მაგრამ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და აფასებს ყველაფერს და კარგად ხედავს რეალობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მან პარტიის მომავალ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ პარტიის ყველა წევრი ეცდება საქართველოს მოსახლეობის იმედები გაამართლოს.



„რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს მინდა მას წარმატება ვუსურვო, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვათ თავი იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა და მესამე ვადით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ირაკლი პატრიოტი, შრომისმოყვარე ადამიანია, მას აქვს განსაკუთრებული როლი პარტიის აღმშენებლობასა და გაძლიერებაში და დარწმუნებული ვარ, ამ თანამდებობაზეც იქნება წარმატებული. ასევე, ხვალ გამოცხადდება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა და ყველა ერთად ვეცდებით, გავამართლოთ საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმედები“, - განაცხადა კალაძემ.




IPN.GE








საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)
access_time2021-03-07 16:00:58
თუ პან­დე­მი­ის დროს სახ­ლში დარ­ჩე­ნილ­ნი მო­მა­ვალ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობთ და სა­კუ­თარ თავს ბა­ლი­ზე, ან მალ­დი­ვებ­ზე, სუ­ლაც ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ში გონ­დო­ლით მო­სე­ირ­ნეს წარ­მო­იდ­გენთ, შე­გიძ­ლი­ათ ფან­ტა­ზი­ას უფრო მეტი გა­სა­ქა­ნი მის­ცეთ, მა­გა­ლი­თად, კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე იოც­ნე­ბოთ, მით უფრო, რომ ეს ოც­ნე­ბა შე­საძ­ლოა, მალე რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. რო­გორც CNN წერს, 2027 წლის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გა­იხ­სნე­ბა პირ­ვე­ლი...


მსგავსი სიახლეები

up