კახა კალაძე ბაქოში "სამხრეთ გაზის დერეფნის" განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

კახა კალაძე ბაქოში "სამხრეთ გაზის დერეფნის" განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

access_time2017-02-23 13:11:05

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში „სამხრეთ გაზის დერეფნის" განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს, სადაც „შაჰ-დენიზის" მეორე ფაზის შეუფერხებელ ამოქმედებასა და ევროკავშირისათვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების ალტერნატიული მარშრუტის განვითარების მიმდინარეობაზე მსჯელობენ.

 


,,მინდა აღვნიშნო, რომ ენერგეტიკული რესურსების უწყვეტი მიწოდება- წყაროების, მარშრუტებისა და მიმწოდებლების დივერსიფიკაციის გზით, კვლავ აქტუალურია ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, რომელიც ხშირად ერთ მიმწოდებელზე დამოკიდებულებას, პოლიტიკური ფასის დაწესებას და კონკურენტული ბაზრის განვითარების ხელშეშლას უკავშირდება. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობა - მწარმოებელი და მომხმარებელი ქვეყნების საზრუნავი მათი ინტერესების გათვალისწინებით ეფექტური მექანიზმების შემუშავება, წარმოადგენს სწორედ არსებული გამოწვევების საპასუხოდ მიმართულ ქმედებას.

 


სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია "სამხრეთ გაზის დერეფნის" დროული და თანმიმდევრული განვითარება იმ ენერგეტიკული კრიზისების თავიდან ასაცილებლად, რომლის საფრთხეებიც დღეს ყველასათვის ნათელია. მიხარია, რომ ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, დაინტერესებული ვართ რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სტაბილური მდგომარეობის უზრუნველყოფით და მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ, შევისწავლოთ და განვიხილოთ ყველა პრობლემა, მათი გადაჭრის გზები და ამ მხრივ წვლილი შევიტანოთ იმ საერთო მიდგომის ჩამოყალიბებაში, რომელიც "სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტის შეუფერხებლად განვითარების აუცილებელი წინაპირობაა." - განაცხადა კახა კალაძემ

 

 

„შაჰ-დენიზის" მეორე ფაზის ფარგლებში, „სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტის განხორციელება გულისხმობს ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო მილსადენის სიგრძე 3 460 კმ-ია.

 


„სამხრეთ კავკასიური მილსადენი" წარმოადგენს აღნიშნული ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილს აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით - თურქეთამდე. სამხრეთ კავკასიური მილსადენის სიგრძე 690 კმ-ია.

 



საქართველოში „სამხრეთ კავკასიური მილსადენის" გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში ხდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მილის გამტარუნარიანობა არსებული 6 მლრდ-დან - 16 მლრდ კუბური მეტრით გაიზრდება. ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობების ტრანზიტი 2019 წლიდან დაიწყება, ხოლო 2020 წლიდან საქართველო ტრანზიტის საფასურად ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

 


"სამხრეთ კავკასიური მილსადენის" გაფართოების პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე სამუშაოებზე დასაქმებულია საქართველოს 3200 მოქალაქე.

 


ასევე, შეუფერხებლად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები წნევის შემცირებისა და გამზომ ახალ სადგურში, რომელიც წარმოადგენს SCPX-ისა (სამხრეთ კავკასიური მილსადენი-გაფართოება) და TANAP-ის (ტრანსანატოლიური მილსადენი) მილსადენების დაკავშირების წერტილს თურქეთის საზღვართან.

 

 

დამატებით ინფორმაციისთვის:


„სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტი იყოფა სამ ნაწილად: „სახმრეთ კავკასიური მილსადენი" (SCP), „ტრანს-ანატოლიური" (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული" მისალდენები (TAP).

 


„სამხრეთ კავკასიური მილსადენი" (SCP- 690 კმ) აზერბაიჯანს, საქართველოს გავლით აკავშირებს თურქეთთან.

 


„ტრანს-ანატოლიური მილსადენი" (TANAP - 1900 კმ) თურქეთს აკავშირებს საბერძნეთთან.

 


„ტრანს-ადტრიატიკული მილსადენი" (TAP - 870 კმ) საბერძნეთიდან, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით მიდის სამხრეთ იტალიამდე.

 

 

 



ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული
access_time2020-03-27 19:30:50
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ  facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დასავლური მედიცინის ყოვლისშემძლეობის მითი დაანგრიაო კორონამ. სინამდვილეში ხდება ეს: დასავლური,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-03-27 21:30:07
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.დაკეტილი საზღვრები, გაუფასურებული ლარი და მიმწოდებლების მხრიდან მოთხოვნილი ნაღდი ფული - როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოში ამ...


მსგავსი სიახლეები

up