კახა კალაძე: აშშ-ს მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანია

კახა კალაძე: აშშ-ს მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანია

access_time2019-06-12 12:19:14


დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტსა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს მნიშვნელოვნად აფასებს.


კახა კალაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრას მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.



„მინდა, მივულოცო მამუკა ბახტაძეს ეს წარმატებული ვიზიტი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ის რეფორმები და წინსვლა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორცილდა, ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ: „საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას“ და რომ ის ამაყობს ჩვენი პარტნიორობით. მსგავსი განცხადებებიმართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერი პრემიერ-მინისტრს აშშ-ში ნაყოფიერ ვიზიტს ულოცავს.


„სტრატეგიული პარტნიორის მხრიდანმსგავსი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც დავიწყეთ, ძალიან მნიშვნელოვანია; საუბარი შეეხო ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აქვს. ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს და მინდა მივულოცო“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.






სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ქართული ოცნება - რას ამბობდა ოცნება სალომე ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ქართული ოცნება - რას ამბობდა ოცნება სალომე ზურაბიშვილზე
access_time2019-09-18 22:30:57
მას შემდეგ, რაც მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა რამდენიმე მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული შეიწყალა, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. პრეზიდენტს განმარტებას ქართული ოცნების დეპუტატები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც სთხოვენ. მათი თქმით, პრეზიდენტის შეწყალების დისკრეციული უფლების მიუხედავად, პოლიციელის და სტუდენტის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალება მიუღებელია....

Forbes: შეძლებს თუ არა ზელენსკი პუტინთან შერიგებას

Forbes: შეძლებს თუ არა ზელენსკი პუტინთან შერიგებას
access_time2019-09-18 20:00:41
უკრაინის ახალი მთავრობა ყოფილი მსახიობის ვლადიმერ ზელენსკის ხელმძღვანელობით, არ ეთანხმება ბევრ ადამიანს დასავლეთში, ვინც თვლის ვლადიმერ პუტინს საშინელ ბოროტებად. ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინს სურს ურთიერთობების ნორმალიზება. ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის დროს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თანახმაა საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგემტის განლაგებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში და სურს დაასრულოს ომი დონეცკის და ლუგანსკის...

რუსეთმა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას ხელფასების და პენსიებისთვის 1 მლრდ. რუბლი გამოუყო

რუსეთმა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას ხელფასების და პენსიებისთვის 1 მლრდ. რუბლი გამოუყო
access_time2019-09-18 18:00:07
2019 წელს მოსკოვმა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას საბიუჯეტო სფეროს ხელფასების და პენსიებისთვის 1 მლრდ. რუბლი, ასევე საბანკო სისტემის გაძლიერებისთვის 500 მლნ. რუბლი გამოუყო - განაცხადა რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩმა აფხაზეთში ალექსეი დვინიანინმა. „ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამას. 2019 წლისთვის ის ითვალისწინებს 1,7 მლრდ. რუბლის ღირებულების პროექტების რეალიზებას. ამასთან ერთად რუსეთმა...

ბიძინა ივანიშვილი: 2012-ში ხალხს ქუთაისში უნივერსიტეტს დავპირდი, 2020-ში - სტუდენტები შეაბიჯებენ

ბიძინა ივანიშვილი: 2012-ში ხალხს ქუთაისში უნივერსიტეტს დავპირდი, 2020-ში - სტუდენტები შეაბიჯებენ
access_time2019-09-18 16:30:40
ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ განცხადებას ქართული ოცნების ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს. პარტიის თავმჯდომარე წერს, რომ "განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და წყალი". მისივე თქმით, ის 2012 წელს საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ქუთაისში უნივერსიტეტი აშენდებოდა, 2020 წლის სექტემბერში კი "აქ პირველი სტუდენტები შეაბიჯებენ". პოსტს კომერსანტი უცვლელად...

გიორგი რამიშვილი: „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნებით საქართველოს მედია-ბაზარზე მაღალი მედია-სტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი შემოდის

გიორგი რამიშვილი: „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნებით საქართველოს მედია-ბაზარზე მაღალი მედია-სტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი შემოდის
access_time2019-09-18 15:05:34
საქართველო მესამე ქვეყანაა, ალბანეთისა და სერბეთის შემდეგ, სადაც ევრონიუსი თავის წარმომადგენლობას ფრანშიზის ფორმით აფუძნებს. დღეს ევროპის წამყვანმა საერთაშორისო არხმა „ევონიუსმა“ და მისმა პარტნიორმა „სილქნეტმა“ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე. დღესვე წარდგენილ იქნა „ევრონიუს საქართველოს“ სტრატეგიულ მედია- კონსულტანტად ლუსიან სარბი, წარსულში ევრონიუსის სარედაქციო დირექტორი, რომელიც ადგილობრივ გუნდს სატელევიზიო არხის გამართვაში...


მსგავსი სიახლეები

up