კახა კალაძე - არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ რევანშს, ბოროტებას, სიძულვილს, ცილისწამებას დაბრუნების შესაძლებლობა

კახა კალაძე - არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ რევანშს, ბოროტებას, სიძულვილს, ცილისწამებას დაბრუნების შესაძლებლობა

access_time2021-10-21 13:20:56

პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს და ამომრჩეველს ქალაქის განვითარების ოთხწლიან გეგმას დეტალურად აცნობს. ამჯერად, მან შეხვედრა სტუდენტებთან გამართა და მოუწოდა, თბილისის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესებში აქტიურად ჩაერთონ.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტებისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებას“ ქალაქის განვითარების სწორი ხედვა და მიმართულება გააჩნია.

„ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც საუბრობდა საქმეზე, თბილისზე და თბილისელების გამოწვევებზე. ვსაუბრობდით ასევე, მომავალზე და კონკრეტული რაიონების, უბნების მიხედვით თუ რა პროექტები უნდა განხორციელებულიყო. მეორე მხარეს, აბსოლუტურად არაფერი ხდებოდა თბილისთან დაკავშირებით, არანაირი საარჩევნო პროგრამა, ხედვა არ იყო წარმოდგენილი. ერთადერთი, რაც იყო მათი მხრიდან, ეს იყო სიძულვილის ენა, ბოროტება, შეურაცხყოფა ყოველდღიურად, არამხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ ჩემი ოჯახის, მეუღლის, მშობლების, მცირეწლოვანი შვილების მიმართ, რაც ძალიან ცუდია. არავითარ შემთხვევაში, პოლიტიკაში მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, პოლიტიკური ოპონენტები, თბილისის განვითარებაზე საუბრის ნაცვლად, მისი შეურაცხყოფითა და სიძულვილით იყვნენ დაკავებული.

„ასე გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ, ყველამ, ვინც ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ვართ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ რევანშს, ბოროტებას, სიძულვილს, ცილისწამებას დაბრუნების შესაძლებლობა. ყველაფერი იკადრეს, რაც კი ცუდი შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს. დაუპირისპირდნენ ყველაფერს, რაც კი ძვირფასი გაგვაჩნია. ამას არ დავუშვებთ. ჩვენ საკუთარ სახელმწიფოსაც დავიცავთ, საზოგადოებასაც, ეკლესიასაც, კულტურასაც, ტრადიციებსაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


თბილისის მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას.

„ისმის კითხვა, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ კახა კალაძე?! გულწრფელად ვიტყვი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც თბილისში გაკეთდა, ამდენი კარგი პროექტი და საქმე ამ ქალაქისთვის არასდროს გაკეთებულა. ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. ჩემს უკან დგას 30 000-მდე თანამშრომელი, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან ქალაქს იმისთვის, რომ რაღაც მოაწესრიგონ, გამოასწორონ, რეფორმები განახორციელონ. ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. იმიტომ უნდა აირჩიონ კახა კალაძე, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, პროექტები ამ ქალაქთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, სამომავლო პროექტებს შორის არის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელთა რიცხვი დედაქალაქში 10 000-მდეა.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა არის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი ამ ქალაქისთვის. ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით ამ პრობლემაზე, თუმცა, ყურადღება არავის მიუქცევია, სანამ ბათუმში ტრაგედია არ დატრიალდა. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნიშნით არასდროს მიმიღია, არავის დავხმარებივარ ამ ნიშნით - ეს ხომ სამარცხვინოა. რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა შეურაცხყოფა მომაყენონ და სიძულვილის ენით მელაპარაკონ, მათი მერიც ვიქნები და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ, იმიტომ, რომ ისინიც ამ ქალაქში ცხოვრობენ, ამ ქვეყნის შვილები არიან და იმ ყველაფრით, რაც კეთდება, რა თქმა უნდა, ისინიც ისარგებლებენ, მათი შვილებიც და შვილიშვილებიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up