კახა კალაძე - არავის მივცემთ ჩვენი მოსახლეობის მოტყუების საშუალებას

კახა კალაძე - არავის მივცემთ ჩვენი მოსახლეობის მოტყუების საშუალებას

access_time2017-01-06 18:00:47

ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი მოსახლეობა მოატყუოს , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადა, სადაც მან დეკემბერში გაზის გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით არსებულ პრეტენზიებზე კომპანია „ყაზტრანსგაზისა" და „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

 

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არასწორი გადასახადის გადახდა უწევთ აბონენტებს ბუნებრივ აირზე. თუმცა, მინისტრის განცხადებით, კომპანიამ კონკრეტული ქვითრები შეისწავლა და დადგინდა, რომ არანაირი პრობლემა არ არის.

 

კახა კალაძის თქმით, უბრალოდ ბუნებრივი აირის მოხმარებაა გაზრდილი.

 

„ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოს ან დაჩაგროს ჩვენი მოსახლეობა. სოციალურ ქსელში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიდის საუბარი, რომ თითქოს არასწორი გადასახადის გადახდა უწევს მოსახლეობას ბუნებრივ აირზე, ეს ასე ნამდვილად არ არის. ვისაც ჰქონდათ პრეტენზიები და წარმოადგინეს ქვითრები, ეს იქნა შემოწმებული „ყაზტრანსგაზის" მიერ და დადგინდა, რომ არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ, მოხმარებაა გაზრდილი. ამას თავისი ახსნა აქვს. დეკემბერ-ნოემბერში ჰაერის ტემპერატურა მართლა ცივი იყო 2015-2014 წლებთან შედარებით", - განაცხადა

 

მისივე თქმით, ასევე გაზრდილია ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოხმარება და ეს განპირობებულია იმითაც, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები და ეს მომავალშიც გაგრძელდება.


 

„მინდა მივმართო ყველას, თუ ვინმეს ექნება რაიმე პრეტენზია „ყაზტრანსგაზის" მიმართ, მიმართოს კომპანიას, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე, ისინი მაქსიმალურად მობილიზებულები და ვალდებულები არიან და მივლენ კონკრეტულ აბონენტთან, ადგილზე შეამოწმებენ მრიცხველს და ქვითარს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ამასთან, მინისტრი გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტს.

 

 

მისივე თქმით, სიუჟეტში გაჟღერებული იყო არასწორი ინფორმაცია, რადგან მოხდა მარტში ბუნებრივი აირის მოხმარების შედარება დეკემბრის თვესთანმ – წერს "ბიზნესპრესნიუსი".

 

„მე ვთხოვე, აეხსნა ეს ყველაფერი კომპანია „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენელს და გაირკვა, რომ არასწორი ინფორმაცია იყო გაჟღერებული, რადგან მოხდა მარტის მოხმარების შედარება დეკემბერთან. მარტსა და აპრილში გაზის მოხმარება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზამთარში. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ტელევიზია ამ შეცდომას გამოასწორებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up