კახა კალაძე: არავის არცერთი საახალწლო ნათურა სახლში არ მიაქვს, ყველა ხარჯი, რაც ბიუჯეტმა გაიღო, ხმარდება თბილისს და მის იმიჯს

კახა კალაძე: არავის არცერთი საახალწლო ნათურა სახლში არ მიაქვს, ყველა ხარჯი, რაც ბიუჯეტმა გაიღო, ხმარდება თბილისს და მის იმიჯს

access_time2020-11-20 11:09:03

ამ ქალაქში არასდროს დაისადგურებს სიბნელე. საქართველო, თბილისი, არასოდეს დაბრუნდება წარსულში და სიბნელეში - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა „ფეისბუქ მიმართვის“ დროს სიმბოლურად ჩაბნელებული კიკვიძის პარკიდან გააკეთა. ინფორმაცია თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კალაძე დედაქალაქის მერიის მიერ საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წელს დედაქალაქი, პანდემიის გამო, საახალწლოდ უფრო მოკრძალებული, თუმცა, მაინც ულამაზესი იქნება.

„ახლა ვიმყოფებით კიკვიძის პარკში, რომელიც წელს რეაბილიტირდა, სრულად განახლდა და დასვენების და გართობისთვის ყველა ასაკის ადამიანზეა მორგებული. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მძიმე მდგომარეობა იყო ამ პარკში და რეაბილიტაციის შედეგად როგორ მოწესრიგდა. ახლა ღამის ათი საათია, ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ხედავთ, რომ პარკი ცარიელია. სიბნელის გამო, ალბათ, ძნელი გასარჩევია, რა ხდება პარკში. ზოგადად, სიბნელე ბევრი რამის შემაფერხებელია. ჩვენ გამოვიარეთ სიბნელის, უიმედობის, დეპრესიის წლები და კარგად ვიცით, რას გრძნობს ადამიანი ამ დროს. რა თქმა უნდა, ყველა დამეთანხმებით, ძალიან არასასიამოვნოა ჩაბნელებული პარკი, სკვერი, ქუჩა და ზოგადად სიბნელე.

მინდა, მივმართო მათ, ვინც ბოლო დღეების მანძილზე უსაგნოდ აკრიტიკებს დედაქალაქის მერიას საახალწლო განათების შესყიდვის გამო; მათ, ვისაც გულწრფელად უყვარს ეს ქალაქი, ქვეყანა, უხარია მისი წინსვლა და დედაქალაქის განვითარება, თქვენ მოგწონთ სიბნელე? ეს ძალიან არასასიამოვნოა. აი, მიმდებარე ქუჩები განათებული და ულამაზესია. ბიუჯეტი დაახლოებით 11-12 მილიონ ლარს ხარჯავს ყოველწლიურად ამ განათებებზე. ჩავაბნელოთ ქუჩები? აღარ გადავიხადოთ ეს 12 მილიონი იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ღამით ულამაზესი იყოს? მეგობრებო, დიდებო, პატარებო, თბილისელებო, დედაქალაქის სტუმრებო, გპირდებით, წელს საახალწლო თბილისი იქნება ისეთივე ლამაზი და სავსე სადღესასწაულო განწყობით, როგორც გასულ წლებში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


მისივე თქმით, მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც იმედი და სიხარული მოაქვს.

„მსოფლიო დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. მათ შორის, თბილისი, საქართველო, აქ მცხოვრები ადამიანები. ვხედავთ, როგორ შეიცვალა სამყარო, ყველას შეგვეხო უხილავი მტერი, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია, მაგრამ რა ვქნათ, ჩავიქნიოთ ხელი, არ ვიფიქროთ მომავალზე? არ ვიბრძოლოთ უკეთესი და უსაფრთხო ხვალინდელი დღისთვის? ჩემი პასუხი მარტივია - თბილისი წელსაც მოირთვება საახალწლო ილუმინაციებით. ეს იქნება მოკრძალებული, მაგრამ იქნება ულამაზესი. თბილისელები ახალ 2021 წელს სიხარულით და იმედებით შეხვდებიან. ამ ქალაქში არასდროს დაისადგურებს სიბნელე. საქართველო, თბილისი, არასოდეს დაბრუნდება წარსულში და სიბნელეში. მინდა იცოდეთ, არავის არცერთი საახალწლო ნათურა სახლში არ მიაქვს. ყველა ხარჯი, რაც დედაქალაქის ბიუჯეტმა გაიღო, ხმარდება თბილისს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი დედაქალაქის იმიჯს. მჯერა, რომ 2021 წელი იქნება გამარჯვების წელი, ჩვენ დავძლევთ გამოწვევებს და თბილისი ისევ გახდება თავგადასავლების, აღმოჩენების, სიახლეების ადგილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up