კახა კალაძე - არა, მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო - 25 წელი ვიცდიდით და მგონი, არავის მოგწონთ, რაც ქალაქში ხდება

კახა კალაძე - არა, მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო - 25 წელი ვიცდიდით და მგონი, არავის მოგწონთ, რაც ქალაქში ხდება

access_time2019-11-05 15:26:42

თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე მერიის სატრასპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.კალაძის განცხადებით, ძველი ავტობუსების ახალი პარკით ჩანაცვლება დედაქალაქის მერიისთვის პრიორიტეტულია, რადგან ყვითელი ავტობუსები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.


„სატრანსპორტო პოლიტიკაში პირველი და მნიშვნელოვანი, ეს არის ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. მხედველობაში მაქვს არსებული ავტობუსების პარკი, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში, ყველამ კარგად ვიცით, ყვითელი ავტობუსების მდგომარეობა. ის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. შესაბამისად, ჩვენ დავისახეთ პრიორიტეტად, რომ განვახორციელოთ არსებული პარკის ჩანაცვლება ასეთი ულამაზესი ევროპული სტანდარტების პარკით და ჩვენ ამ დაპირებას, რა თქმა უნდა, ვასრულებთ და ძალიან მალე მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსები, რომელიც პრობლემურია და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს“, - განაცხადა კალაძემ.


როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია უახლოეს მომავალში ახალი ვაგონების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.


„პარალელურად ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მეტროს მიმართულებით, რომ მეტრო, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იყოს მოწესრიგებული და დავიწყეთ მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელება, როგორიც არის ძალოვანი კაბელების ცვლილებები და არსებული ვაგონების რეაბილიტაცია. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ კიდევ ტენდერს, ახალი ვაგონების შესყიდვაზე, რომ ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე გამართული, ყველაზე სწრაფი და მოწესრიგებული თბილისელებისთვის“,- განაცხადა კალაძემ.


მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების შედეგად საბოლოოდ ქალაქში გადაადგილება მოწესრიგდება.


„ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტაქსების რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და ეს ყველაფერი საერთო ჯამში, ჩვენ მოგვცემს მოწესრიგებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქალაქში მოწესრიგებულად გადაადგილების შესაძლებლობას.


რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკას ჰყავს კრიტიკოსებიც, არიან ოპონენტები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში მივაწოდოთ ყველა ინფორმაცია, ყველა იმ რეფორმაზე, იმ წინგადადგმულ ნაბიჯზე, რომელსაც ახორციელებს დედაქალაქის მერია. ჩვენ კრიტიკის თვალსაზრისით ვისმენთ, ყველა პროექტთან მიმართებით - რა დროს ეს იყო, მოგვეცადა, ჯერ ერთი გაგვეკეთებინა, მერე მეორე... მაგრამ არა, მეგობრებო. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო, საზოგადოებამ იმისთვის აგვირჩია, რომ განვახორციელოთ რეფორმები, მოვაწესრიგოთ დედაქალაქში პრობლემები, ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისელებს, ჩვენ ვიცდიდით 25 წელი და მგონი არავის მოგწონთ ის, რაც ხდება ქალაქში და რა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით შესაბამისად, რაც შეიძლება სწარაფად უნდა იყოს მოგვარებული ის პრობლემები, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.


ipn.ge





„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება
access_time2020-05-24 10:00:55
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.  ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი...

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან
access_time2020-05-24 18:00:45
წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა....

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან
access_time2020-05-24 20:00:33
  გასულ კვირას საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმიდან გასვლა დაიწყო - მოქალაქეებს მოხმარების და გადაადგილების გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.   თუმცა, კვლევების თანახმად, ფრანგები სამომხმარებლო ქცევის შეცვლას და მეტ ფულის დაზოგვას გეგმავენ. პრიორიტეტების იცვლება - ზოგი მეტად ადგილობრივი საქონლის შეძენას, ზოგი ჰიპერმარკეტებში ვაჭრობაზე უარის თქმას, ზოგი ონლაინ-ყიდვების გააქტიურებას, ზოგი - ჯანმრთელობაზე დანახარჯების ზრდას აპირებს.   ეს...

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის
access_time2020-05-24 16:00:00
  ევროპა კორონავირუსის მეორე, უფრო მძიმე და მომაკვდინებელი ტალღისთვის უნდა მოემზადოს, რადგანაც, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ევროპაში ჰანს კლიუგემ.   მან გააფრთხილა ევროპის ქვეყნები, რომლებიც შეზღუდვებს ხსნიან - „დღეს არა ზეიმის, არამედ მომზადების დროა“.   მისი თქმით კორონავირუსით დაავდების შემთხვევების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში აშკარად შემცირდა, თუმცა, ეს პანდემიის დასრულებას...


მსგავსი სიახლეები

up