დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.როგორც კალაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ეს ინფორმაცია ტყუილია.
„ტყუილია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია“, - განუცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად კალაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.მთავარი არხის ინფორმაციით,გუშინ ბიძინა ივანიშვილსა და გახარიას შეხვედრა შედგა.აღნიშნულ შეხვედრაზე ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა პრემიერ მინისტრს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა, რაზეც გახარიასგან უარი მიიღო.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება, რომ გიორგი გახარია 20 ივნისს, გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე პრემიერი აღარ იქნება, საბოლოოდ მიღებულია.
ახალი პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე განიხილება სამი ადამიანის კანდიდატურა - სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.