კახა კალაძე - „აგროჰაბსა“ და „გუდვილში“ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოხუცების დასახმარებლად პროდუქტები შეიძინონ

კახა კალაძე - „აგროჰაბსა“ და „გუდვილში“ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოხუცების დასახმარებლად პროდუქტები შეიძინონ

access_time2020-03-29 14:51:49

დავიწყეთ დახმარება მოხუცებისთვის, ვისაც ამ რთულ ვითარებაში ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, „აგროჰაბსა“ და „გუდვილში“ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოხუცებისთვის პროდუქტები შეიძინონ. შეძენილ პროდუქტებს კი გამგეობებისა და მოხალისეების საშუალებით იმ ადამიანებს მიუტანენ, ვისაც დახმარება სჭირდება.

„ძალიან კარგი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, დახმარება მოხუცებისთვის, დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ რთულ ვითარებაში ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ძალიან ბევრმა ადამიანმა სურვილი გამოთქვა, ჩართულობის, მხარდაჭერის, თანადგომის. გუშინ, გუშინწინ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად ბევრი პროექტი განვახორციელეთ. ბევრი ადამიანი მოდიოდა, კითხულობდა, როგორ შეუძლიათ ჩართულობა, მხარდაჭერა, თანადგომა. წითელ ჯვართან ერთად საკმაოდ საინტერესო პლატფორმა შევქმენით. გუშინწინ, „აგროჰაბში“ ვიყავით, სადაც სპეციალური კუთხე გავხსენით. „აგროჰაბში“ შესული ადამიანები, როცა საკუთარი ოჯახისთვის გარკვეულ პროდუქტს ყიდულობენ, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ასევე მოხუცებისთვის იყიდონ ის პროდუქტები, რომელიც არის შემუშავებული, მხედველობაში მაქვს არამალფუჭებადი პროდუქტები. ეს კეთდება სურვილისამებრ და არა ძალდატანებით. „გუდვილშიც“ ანალოგიური პროექტი კეთდება და მათ მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი. ოჯახებს ამ პროდუქტებს გამგეობებისა და მოხალისეების საშუალებით მივუტანთ. ყველა პროდუქტის აღრიცხვა ხდება, რათა დეტალურად ვიცოდეთ, სად მიდის, როგორ და ვისთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდება, რათა შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან ღირსეულად გამოვიდეთ.


„შერჩეულია ქართული საკვები პროდუქტები, რათა იმ ბიზნეს კომპანიებსაც, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, ჰქონდეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი შეღავათი იმ თვალსაზრისით, რომ შევისყიდოთ ქართული პროდუქტები. ეს ძალიან მიხარია. ძალიან ბევრი პროდუქტია შეგროვებული. მინდა, ყველას უღრმესი, დიდი მადლობა გადავუხადო, ძალიან მაგრები ვართ. ის ადამიანები ვართ, ვინც ვიცით, თუ როგორ უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდიგვერდ გაჭივრების დროს. მსოფლიოში რა ხდება და რა მდგომარეობაა, ყველამ ვიცით. ჩვენც ამ უხილავ მტერს ვებრძვით, რასაც კორონავირუსი ჰქვია, თუმცა დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან ღირსეულად გამოვიდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up