კახა კალაძე - „ადიგენის მუნიციპალიტეტი, კონკრეტულად კი აბასთუმანი, წლების მანძილზე მიტოვებული იყო და ყურადღება არ ექცეოდა“

კახა კალაძე - „ადიგენის მუნიციპალიტეტი, კონკრეტულად კი აბასთუმანი, წლების მანძილზე მიტოვებული იყო და ყურადღება არ ექცეოდა“

access_time2020-10-12 17:30:04

„ძალიან მიხარია, რომ დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტში ვიმყოფები და „ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატს წარმოგიდგენთ“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ადიგენში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


„როდესაც ჩვენ ადიგენის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებით, არ შემიძლია, არ ვისაუბრო აბასთუმანზე, სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერითა და სახელმწიფოს ძალისხმევით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ცენტრი კეთდება.


„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, თქვენთან ერთად, ერთობლივი ბრძოლით მოვიდა, როდესაც ქვეყანას მოძალადე რეჟიმი ჩამოვაშორეთ და ქვეყნის განვითარება დავიწყეთ, სწორ რელსებზე დავაყენეთ.



ადიგენის მუნიციპალიტეტი, კონკრეტულად კი აბასთუმანი, წლების მანძილზე მიტოვებული იყო და ყურადღება არ ექცეოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რეგიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, დაინერგა და ამოქმედდა უამრავი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებსა და გამოწვევებზეა მორგებული.


თუმცა, ამასთან ერთად, რეგიონში გარდამტეხ მომენტად იქცა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, აბასთუმანს აღორძინებასთან დაკავშირებით. მისი ინიციატივით, დაბა აბასთუმანში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მიმდინარეობს კულტურულ-ისტორიული ძეგლების აღდგენა, მათ შორის რომანოვების სასახლის და რაც მთავარია, ბოლო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციები, რომელიც თავისი არსით ასევე საქველმოქმედოა, რეგიონს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველს და საინტერესოს გახდის.


ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, ერთი მხრივ, აზღვევს და ეხმარება სახელმწიფოს, მეორე მხრივ კი, კერძო სექტორისა და ბიზნესისთვის ყინულმჭრელის როლს ასრულებს, რაც რეგიონში დამატებითი ინვესტიციების შემოსვლასა და დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას უზრუნველყოფს. რეგიონისა და თითოეული ოჯახის ეკონომიკურად გაძლიერებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი საკითხია ეკოლოგია, რისთვისაც ასევე ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ინიციატივით, უახლოეს მომავალში, ელექტრომობილების შემოყვანა იგეგმება და აბასთუმნის ტერიტორიაზე მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი გადაადგილდება, რათა უნიკალური ბუნება და ჯანსაღი გარემო მაქსიმალურად შევინარჩუნოთ.


დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს ერთად გადავლახავთ და ამ საქმეში თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი.


ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა კახა კალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up