კახა კალაძე - მე არ ვიცი, ვინ არიან და რას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ,

კახა კალაძე - მე არ ვიცი, ვინ არიან და რას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ,

access_time2019-05-23 14:46:28

ადამიანები, რომლებიც ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ, საერთოდ არ ვიცი, ვინ არიან და რას წარმოადგენენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.


„დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, თბილისის მერიას ხშირი კომუნიკაცია აქვს ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან და ზუსტად მათთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს შესაბამისი ცვლილებები.



„2021 წლამდე დავუშვით მარჯვენასაჭიანი ავტომობილები „B კატეგორიაში“, თუმცა შემდეგ მოუწევთ ავტომობილების შეცვლა. გარდა ამისა, ვინც 10 ოქტომბრის შემდეგ იყო დარეგისტრირებული და ვერ იღებდა ვაუჩერს, მივეცით ქიმწმენდის, ღებვისა და გადაკვრის ვაუჩერები. ანუ ყველანაირი მოთხოვნა, რაც იყო და პრობლემა, რაც აწუხებდათ ამ ადამიანებს, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. რეფორმა აუცილებლად გაგრძელდება. ამ რეფორმით ყველა ერთად ვიამაყებთ, როგორც მგზავრები, ისე ტაქსის მძღოლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.


ტაქსის მძღოლების საორგანიზაციო ჯგუფმა დღეს ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციების გადავადება მოითხოვა. საორგანიზაციო ჯგუფის წევრის, ლევან ხუზაურაშვილის განცხადებით, ტაქსის მძღოლები მერიას დაგეგმილი რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე სთხოვენ, უარის მიღების შემთხვევაში კი, მათი თქმით, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.






მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up