კახა კალაძე აცხადებს, რომ პროპორციული სისტემის განხილვა გუნდში ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა

კახა კალაძე აცხადებს, რომ პროპორციული სისტემის განხილვა გუნდში ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა

access_time2019-11-14 17:05:04

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პროპორციული სისტემის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. კახა კალაძე თავს იკავებს გვარების დასახელებისგან, ვინც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.


მისივე თქმით, არ მოელოდა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტი ჩავარდებოდა.


„პირადაპირ ვიტყვი, მეც არ მოველოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, რომ მოხდებოდა ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ დეპუტატთა გარკვეული ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა ცვლილებების განხორციელებას. საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო. ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა. ახლა არ დავასახელებ იმ ადამიანების სახელსა და გვარს, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, თუმცა ყველაფერი გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, პარტიაშიც და პარლამენტშიც. ჩვენი პარტია არის დემოკრატიული პარტია, პარტიაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია. რა თქმა უნდა, ყველა ვერ იქნება ერთ მოსაზრებაზე. ჩემთვისაც ბევრი რამ არ არის მისაღები. მეც არ ველოდებოდი თუ ეს ცვლილება არ განხორციელდებოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. მთავარის არის გუნდის შენარჩუნება ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე,სტაბილურობა და ბოროტ ძალებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, ქვეყანაში დაპირისპირება გამოიწვიონ“ ,- განაცხადა კალაძემ.


ამასთან, კალაძე ამბობს, რომ უმრავლესობა და პარტია არ დაიშლება.



„შეიძლება, გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს, ოპონენტებს მოლოდინი და სურვილი ჰქონდეთ, თუმცა არანაირი უმრავლესობა და პარტია არ დაიშლება“ ,- აღნიშნა კახა კალაძემ.


კალაძე რამდენიმე დეპუტატის მიერ უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ კი ფიქრობს, რომ მათ გადაწყვეტილება ცხელ გულზე მიიღეს.


„მოვისმინეთ განცხადებები ჩვენი დეპუტატების მხრიდან გასვლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს იყო ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებები. გამიჭირდება შეფასება, ისინი დაბრუნდებიან თუ არა. რა თქმა უნდა, იქნება კომუნიკაცია, შეხვედრები და შემდეგ მიიღება კიდევ უფრო დაზუსტებული გადაწყვეტილებები“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.


1tv.ge




„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური...

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს  აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“
access_time2019-12-10 18:10:54
„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე“ - ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ნამდვილად არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე. ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 ფისკალური წლის მონაცემები. სურათი კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...


მსგავსი სიახლეები

up