კახა კალაძე - 13 ივნისის ჭრილობებს ვერაფერი მოაშუშებს

კახა კალაძე - 13 ივნისის ჭრილობებს ვერაფერი მოაშუშებს

access_time2019-06-13 13:35:19

ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო, როდესაც 2015 წელს 13 ივნისი თენდებოდა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს, რომელიც გვაქვს, ამას ვერაფერი მოაშუშებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც 13 ივნისის სტიქიით დაღუპულთა მემორიალთან იმყოფება. მისი თქმით, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია შესრულდა, რომელიც უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს.


მისივე ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულმა ყველა ოჯახმა შესაბამისი ანაზღაურება მიიღო.



„ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო, როდესაც 2015 წელს 13 ივნისი თენდებოდა. ახლა რთულია ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, რამდენად უძლურები ვიყავით ბუნების წინაშე, რამდენად რთული იყო იქ არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს, იმ ტკივილს, რომელიც გვაქვს, ვერაფერი მოაშუშებს. ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები. მას შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იყო რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთებულიყო. ეს იყო შეტყობინების სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ეს იყო ცხაურები, რომელიც კონკრეტულ ლოკაციებზე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა, ანუ ყველაფერი ის, რაზეც რეკომენდაცია იყო გაწეული, ყველაფერი გაკეთებულია,“ - განაცხადა კახა კალაძემ.


2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, დღემდე დაკარგულად ითვლება ორი პირი, დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურის“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ზოოპარკის ბინადართა ნაწილი ემსხვერპლა. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.





„კერხერის“ მობილური სერვისი - დაზოგილი დრო და რესურსი ყველა ბიზნესისთვის

„კერხერის“ მობილური სერვისი - დაზოგილი დრო და რესურსი ყველა  ბიზნესისთვის
access_time2019-11-21 20:35:01
კერხერის „მობილური სერვისი“,  ეს არის სერვისს დამატებული სარგებელი, რაც გულისხმობს, არასაგარანტიო აპარატების ადგილზე დიაგნოსტირებას და შეკეთებას. ეს სერვისი განაპირობებს მომხმარებლის  დროისა და რესურსების დაზოგვას. კეხერმა საქართველოში პირველი მობილური სერვისი ოქტომბრის თვეში შესთავაზა მომხმარებელს და მას შემდეგ ამ სერვისზე  ინტერესი ყოველდღიურად...

აზარტული მოთამაშეების ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ

აზარტული მოთამაშეების ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ
access_time2019-11-22 12:40:07
აზარტული მოთამაშეების ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ. ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. საკანონმდებლო პაკეტი, რამდენიმე კანონში  ცვლილებების  შეტანას გულისხმობს. კანონპროექტებში მათ შორის, საუბარია, აზარტულ...

გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?

გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?
access_time2019-11-22 11:26:16
თბილისის სამშენებლო სექტორის აუცილებელი რეფორმის არასასურველი შედეგები, გვერდითი ეფექტები, უკვე სახეზეა და მათზე რეაგირება კომპლექსური მიდგომით, შეიძლება ითქვას, გადაუდებელი ამოცანაა. რეგულაციებში არის ისეთი ახალი ნორმები, რომელთა მყისიერი ამოქმედება არ იყო აუცილებელი. მაგალითად, ერთ–ერთი სამშენებლო კომპანია შეამოწმეს და დააჯარიმეს იმის გამო, რომ მეალმეს არ ჰქონდა სერტიფიკატი. არა, მეალმე ჰყავდა კომპანიას, მაგრამ იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ახალი რეგულაციების მოთხოვნის...

„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ„-კლინიკები ტარიფების გათანაბრებაზე

„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ„-კლინიკები ტარიფების გათანაბრებაზე
access_time2019-11-22 14:00:24
„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ, ეს ძალიან კარგად იცის საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა. ჯანდაცვის სამინისტოს პოზიცია არასრულყოფილი ანალიზის შედეგია“, -  ასე აფასებს კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე „ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ კლინიკური მედიცინა არ არის მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი.   საქართველოში კერძო სამართლის იურიდიული პირები დაყოფილია კატეგორიაებად.პირველი და...

ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...


მსგავსი სიახლეები

up