კახა ბექაური: თუ „ბილაინი“ ინვესტიციას არ გააკეთებს, საფრთხე დაემუქრება

კახა ბექაური: თუ „ბილაინი“ ინვესტიციას არ გააკეთებს, საფრთხე დაემუქრება

access_time2018-03-13 19:53:59

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, კომპანია „ბილაინს“ პირობას აძლევს, რომ არასამართლიანი კონკურენციისგან დაიცავს და მას გააქტიურებისკენ მოუწოდებს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის კონკურენციის გაზრდაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია „ბილაინის” გააქტიურება.



„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ „ბილაინსაც“ და ყველა კომპანიას დავიცავთ არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან, მაგრამ არ დავიცავთ იმისგან, რომ ინვესტიცია არ განახორციელონ ამ დარგში. მოვუწოდებთ „ბილაინს“ გააქტიურებისკენ, რადგან გვინდა, რომ ამ ბაზარზე მესამე სრულფასოვანი ოპერატორი არსებობდეს და კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდოს. „ბილაინმაც“ უნდა მოახერხოს გაზრდა და ფიქსირებულ ბაზარზე შესვლა, ჩვენ ამაში მაქსიმალურად დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ“,- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.



კახა ბექაურის განცხადებით, კომისია არის გარანტი, რომ კომპანიები არასამართლიან გარემოს ვერ შეუქმნიან ერთმანეთს, მაგრამ მეორეს მხრივ აუცილებელია თავად კომპანიები განვითარებაზე და გაზრდაზე იყვნენ ორიენტირებული, რათა ბაზრის წილი არ დაკარგონ.



„თუ „ბილაინი“ ინვესტიციას არ გააკეთებს, კონკურენციაში არ შევა და არ იზრუნებს განვითარებაზე, საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა, დაკარგავს ბაზრის წილს და თუ ხელს არ გაანძრევს, წააგებს კონკურენციაში. სხვა საფრთხე აქ არ დგას, მით უმეტეს იმის, რომ ვიღაცამ მნიშვნელოვანი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს ვინმეს წინააღმდეგ. ამისთვის კომისიას საკმარისი ბერკეტები გააჩნია“, – განაცხადა კახა ბექაურმა.



წყარო :bpn.ge





BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up