კახა ბექაური: თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მედიის თავისუფლების კუთხით, ევროპაში საუკეთესო მოდელი გვაქვს როგორც კანონმდებლობის, ისე აღსრულების თვალსაზრისით

კახა ბექაური: თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მედიის თავისუფლების კუთხით, ევროპაში საუკეთესო მოდელი გვაქვს როგორც კანონმდებლობის, ისე აღსრულების თვალსაზრისით

access_time2020-07-10 15:03:23

„2012 წლის შემდეგ, საკანონმდებლო ჩარჩოში არანაირი რეგულაცია არ არის, რომელიც შეიძლება არეგულირებდეს ან ირიბი შემხებლობა ჰქონდეს მედიის სარედაქციო საკითხებთან. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, რევოლუციური ცვლილება მოხდა სიტყვის თავისუფლების კუთხით, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, დღეს, ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით, როგორც კანონმდებლობის, ისე აღსრულების თვალსაზრისით ევროპაში საუკეთესო მოდელია.


კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც 2012 წლის შემდეგ განხორციელდა კანონმდებლობაში მაუწყებლობის დასაწყებად და აღნიშნა, რომ ზუსტად ამ ბარიერების მოხსნის და კანონების ლიბერალიზაციის შედეგად, დღეს საქართველოში 100-ზე მეტი მაუწყებელია.



,,წარმოდგენილი ცვლილებები, რომელიც ეხება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს, სრულიად ჯდება ყველა სტანდარტში სამართლიანობის, შესაბამისად ეს ცვლილება ინვესტიციების მიმზიდველობის არ დააზიანების. ეს არ დააზიანებს საქართველოს მიმზიდველობას ინვესტიციების კუთხით, არც ტელე-საკომუნიკაციო ბაზარს, პირიქით, მათ შორის არც საკუთრების უფლების ნაწილს არ დააზიანებს.


რაც შეეხება მედიის ნაწილს, მედიას ეს საერთოდ არ ეხება და ხაზი მინდა გავუსვა, რომ დღეს მედია საქართველოში როგორც კანონმდებლობით და ეს მოხდა 2012 წლის შემდეგ, სრულიად ლიბერალიზებულია, აბსოლუტურად ლიბერალიზებულია. საკანონმდებლო ჩარჩო არ იცნობს პრაქტიკულად არანაირ რეგულაციას, რომელიც არეგულირებს მედიის სარედაქციო საკითხებს, საერთოდ არანაირს. 2012 წლის შემდეგ, საკანონმდებლო ჩარჩოში არანაირი რეგულაცია არ არის და გაუქმდა, რომელიც შეიძლება არეგულირებდეს ან ირიბი შემხებლობაც ქონდეს მედიის სარედაქციო საკითხებთან, არამედ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, რომელიც ზოგს მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილება ჰგონია, რეალურად ეს იყო ფუნდამენტური და რევოლუციური ცვლილება სიტყვის თავისუფლების კუთხით. კერძოდ რაში მდგომარეობს ეს - ყველანაირი შემზღუდავი მექანიზმი მოიხსნა საქართველოში, მაუწყებლობის დასაწყებად, რაც არსებობდა 2012 წელს.


ყველა ის საკითხი ვიცი, რაც არსებობდა მაუწყებლობის დასაწყებად. არა მარტო სიხშირული მაუწყებლობა არ გაიცემოდა 2012 წლამდე, არამედ ორბიტალური, სატელიტური მაუწყებლობის შეზღუდვებისკენაც იღწვოდა ხელისუფლება. მე პირადად ძლივს მივაღწიე ერთერთ არხზე რომ ორბიტალური მაუწყებლობა განმეხორციელებინა ერთერთი ევროპული სატელიტით. ყველა ის ბარიერი რომელიც არსებობდა არა მარტო სიხშირული ლიცენზიის გაცემის კუთხით, სრულიად მოიხსნა ლიცენზირება. არანაირი ბარიერი არ აქვს ადამიანს ან კომპანიას, იურიდიულ პირს, თუ უნდა მაუწყებლობის დაწყება. დღევანდელი კანონმდებლობით, კომუნიკაციების კომისიაში მომართვიდან , განცხადების შემოტანიდან 10 დღეში მარტივ ავტორიზაციას გაივლის. ეს არის იგივე სიმარტივის პროცედურა, ყველას ალბათ ვებგვერდზე დარეგისტრირების პროცედურა გაუვლია და რა იოლია რეგისტრაციის გავლა ყველამ იცის. ზუსტად ასეთივე პროცედურაა დრეს მაუწყებლობის დაწყება და დრეს საქართველოში 100-ზე მეტი მაუწყებელია ზუსტად ამ ბარიერების მოხსნის და კანონების ლიბერალიზაციის შედეგად. დღეს, მაუწყებლობის სფეროში რეგულაციაც კი არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ რეკლამის გავრცელების საკითხებია რეგულირებული. როცა მედიაზე ვლაპარაკობთ, ისიც უნდა ვთქვათ, რა ცვლილებები მოხდა და დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, თუ თქვენ მომიტანთ ევროპის რომელიმე კანონმდებლობას , სადაც ჩვენზე ლიბერალური კანონმდებლობაა, მე ბოდიშს მოგიხდით. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მედიის თავისუფლების კუთხით, როგორც კანონმდებლობა, ისე აღსრულების თვალსაზრისით ევროპაში საუკეთესო მოდელი გვაქვს“,- განაცხადა კახა ბექაურმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up