კახა ბექაური:  „სატელევიზიო ბაზარი აღარ გაიზრდება.. მაგრამ ძალიან მზარდი იქნება ინტერნეტის სარეკლამო ბაზარი“

კახა ბექაური: „სატელევიზიო ბაზარი აღარ გაიზრდება.. მაგრამ ძალიან მზარდი იქნება ინტერნეტის სარეკლამო ბაზარი“

access_time2018-03-19 12:56:22

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა სატელევიზიო
სარეკლამო ბაზარში მისი შესაძლო ინტერესების შესახებ ოპონენტების მიერ წაყენებულ
ბრალდებებ უპასუხა. კომისიის თავმჯდომარემ სარეკლამო ბაზრის ტენდენციებიც შეაფასა და
განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მსოფლიოში ტენდენცია იცვლება, კერძოდ, ტრადიციული
მედიიდან სარეკლამო შემოსავლები ინტერნეტ პლათფორმებზე მიდის.


„მომხმარებლის ქცევა იცვლება, მედია იცვლება ნელ-ნელა მულტიმედიური პლაფთორმით,
ინტერნეტი, სმარტპონები, ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მედია კომპანიებს, აუცილებლად
გადაეწყონ და განავითარონ ეს მიმართულება, კი ცდილობენ რომ შექმნან ინტერნეტ
პლათფორმები, მაგრამ უჭირთ, მთელ მსოფლიოში ასეთია ტრენდი, რომ სატელევიზიო ბაზარი
აღრა იზრდება, მაგრამ ძალიან მზარდი იქნება ინტერნეტ სარეკლამო ბაზარი, ამიტომ მედიამ
საშუალებებმა უნდა მაოხერხონ აეწყონ და მეტი შემოსავალი მიიღონ.“


მისი განცხადებით, კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემსახურებოდა იმას, რომ
სარეკლამო ბაზარი გაზრდილიყო. კახა ბექაურის თქმით, კომუნიკაციების კომისიის
საქმიანობასთან დაკავშირებით, ოპონენტებისგან კვალიფიციური კრიტიკა მას არ მოუსმენია:
"მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხყოფა იყო, რაზეც ცხადია, რომ მე არ ვუპასუხებ, თუ იქნება
კვალიფიციური კრიტიკა ცხადია, მზად ვარ ამისთვის". - თქვა კახა ბექაურმა.


რაც შეეხება მომავალი წლის სარეკლამო ბაზრის ტენდენციებს, კომუნიკაციების კომისიის
თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ბაზარი ნაკლებად გაიზრდება რადგან მომხმარებლების
მხრიდან მედიაკონტენტის მოხმარება იცვლება და შესაბამისად სარეკლამო ბაზარიც ინტერნეტ
პლათფორმებზე მიდის.


"კლასიკური მედიაპლატფორმებისგან განსხვავებით, რომელიც არის ტელევიზია, რადიო და
ბეჭდური მედია, ბოლო პერიოდში ძალიან ვითარდება მულტიმედიური კონტენტი. სმარტფონებისა
და გაჯეტებით ძალიან აქტიური გახდა მომხმარებლების მხრიდან, როგორც ვიდეო, ასევე
ტექსტური კონტენტის მოხმარება. ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მედიაკომპანიებს,
აუცილებლად გადაეწყონ ამ სიახლეზე. იმიტომ, რომ ბაზარზე არ არის ამ მხრივ კარგი
სიტუაცია. რასაც ვუყურებ, ისინი ვერ ერგებიან ახალ გამოწვევებს - კი, ცდილობენ
ინტერნეტის კონტენტის შექმნასაც, მაგრამ უჭირთ. ეს ტრენდი მთელ მსოფლიოშია ასე -
კლასიკური სატელევიზიო ბაზარი აღარ გაიზრდება, ან გაიზრდება ძალიან მცირედით, მაგრამ
ძალიან მზარდი იქნება ინტერნეტის სარეკლამო ბაზარი. შესაბამისად, მედიაკომპანიებმა უნდა
მოახერხონ მულტიმედიური კონტენტის განვითარება, რათა ამ შეცვლილი ქცევის შესაბამისად,
დააკმაყოფილონ მაყურებელის მოთხოვნა". - განაცხადა „იმეიდს კვირის“ ეთერში კახა
ბექაურმა.





BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up