კახა ბექაური: სატელეკომუნიკაციო ბაზარი უნდა გაიხსნას, რაზეც ძალიან დიდი პროტესტი აქვს  ბიზნეს სექტორს, რაც პარლამეტში გამოხატეს კიდეც

კახა ბექაური: სატელეკომუნიკაციო ბაზარი უნდა გაიხსნას, რაზეც ძალიან დიდი პროტესტი აქვს ბიზნეს სექტორს, რაც პარლამეტში გამოხატეს კიდეც

access_time2020-07-16 11:21:47

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, სატელეკომუნიკაციო სფეროს წარმომადგენლების პარალმენტში გაკეთებულ რეაქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი გაცხარება, პირდაპირ არ არის დაკავშირებული „ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში ცვლილებებთან, ვინაიდან ბიზნესმა ეს კანონი იცოდა და კომპრომისიც მიღწეულია ამ საკითხზე. მისი განმარტებით, ბიზნესის რეაქცია კომუნიკაციების კომისიის მიერ ბოლო წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა, რომელიც მთლიანად ტელეკომ ბაზრის ლიბერალიზაციისკენ და ევროპული სტანდარტების დანერგვისკენ არის მიმართული, რაც მათ რბილად რომ ვთქვათ არ მოსწონთ.  მისივე თქმით ბაზრის ლიბერალიზაცია გარდაუვალია პროცესია და ეს სჭირდება როგორც სფეროს განვითარებას ისე მომხმარებლებს.

 

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია კომუნიკაციების კომისია აქტიურადაა დაკავებული კანონშემოქმედებითი საქმიანობით. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საუბარია ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც  ტელეკომ ბაზრისთვის ასოცირების შეთანხმებით სავალდებულოა შესასრულებლად. ასევე კხა ბექაურმა ახსნა, თუ რატომ ჭირდება ჩაკეტილ ტელეკომ ბაზარს გახსნა და რა სიკეთეს მოუტანს ეს ქვეყანას და მომხმარებელს.

 

„რას ნიშნავს და რისთვის  გვინდა ეს ცვლილებები? სატელეკომუნიკაციო ბაზარი  საკმაოდ ჩაკეტილია. სატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდებისთვის კომპანიები სარგებლობენ შეზღუდული რესურსით, რასაც სიხშირული სპექტრი ჰქვია და ასევე სახელწიფოსგან ნებართვებს იღებენ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ანუ გარკვეული ნებართვები გაიცემა და ამავდროულად გარკვეული ლიცენზიები გაიცემა და ისინი პრივილეგირებულნი არიან ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ, სიხშირული სპექტრის რესურსი შეზღუდულია და ყველა ვერ მიიღებს ამას. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე კომპანია არის წარმოდგენილი ბაზარზე"- აღნიშნა კახა ბექაურმა.

 

მან ასევე განმარტა, როგორ მუშაობას სატელეკომუნიკაციო ბაზარი დღეს,

 


„დღეს ეს ბაზარი ჩაკეტილია იმ კომპანიებში, რომლებსაც ეს რესურსები და ინფრასტრუქტურა გააჩნიათ და სატელეკომუნიკაციო რესურსებს საზოგადოებასა და სხვა ოპერატორებს მხოლოდ ისინი აწვდიან. როგორ მუშაობს ევროპა და რას ვაკეთებთ ჩვენ ბოლო წლებში? ეს ბაზარი უნდა გაიხსნას. სატელეკომუნიკაციო დარგი იმით განსხვავდება სხვა დარგებისგან, რომ ურთულესი კონსტრუქცია აქვს, ტექნოლოგიური სერვისები ინფრასტრუქტურა თავისი არსით რთულია. მაგალითად, ევროპული ბაზარი იცნობს 14 საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტს, რომელიც ჩვენ გადმოვიღეთ. ეს არის საბითუმო ბაზარი მაგალითად ოპტიკურ-ბოჭკოვან წყვილებზე დაშვების ბაზარი, ოპტიკურ-ბოჭკოვან არხებზე დაშვების ბაზარი, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი, ხმოვანი მომსახურების ბაზარი, მობილური  ინტერნეტის ბაზარი. 14 ბაზარია სულ და ეს 14-ვე ბაზარი თითქმის დაკეტილია. დაკეტილია ნიშნავს  იმას, რომ მხოლოდ ეს კომპანიები აწვდიან ამ საბითუმო ბაზარზე როგორც ავტორიზებულ პირებს, ასევე ჩვენს მოსახლეობას საკომუნიკაციო    სერვისებს. როგორ უნდა იყოს რეალურად? უნდა იყოს ისე, რომ საკუთარი ინფრასტრუქტურა გამოაყენებინონ ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს. როგორც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, ასევე მობილური კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა და უნდა დაუშვან სხვა ნებისმიერი ოპერატორები, რომლებსაც სურვილი აქვთ მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისები მიაწოდონ. ანუ ე.წ. ვირტუალური ოპერატორები უნდა გაჩნდნენ როგორც ფიქსირებულ საკომუნიკაციო ბაზარზე, ასევე მობილურ საკომუნიკაციო ბაზარზე"- განაცხადა კახა ბექაურმა.

 

მისი განმარტებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული და დაგეგმილი ცვლილებებით ტელეკომ ბაზარზე გაჩნდება კონკურენცია, ხარისხი მოიმატებს და შესაბამისაც მომსახურების ღირებულებაც გაიაფდება.

 

„ამისთვის მომზადებაც ძალიან რთულია. 14-ვე ბაზარი რომ გახსნა, მით უმეტეს ასეთ მაღალტექნოლოგიურ სფეროში, ძალიან რთულია. ერთი, რაც ამისთვის საჭიროა, განცალკევებული ხარჯთაღრიცხვის მეთოდოლოგია დავნერგეთ. რატომ გვჭირდება ეს? იმისთვის, რომ მობილური კომუნიკაციების კომპანია ქსელზე დაუშვას ქსელის ოპერატორმა და გამოიყენოს მობილური ინტერნეტის ბაზარი, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქსელის ოპერატორს მობილური ინტერნეტის ბაზარზე როდესაც სერვისს ახორციელებს, მისი ხარჯები რამდენია და არა ვთქვათ, ხმოვანი სერვისის. ეს აუცილებელი იმიტომაა, რომ ვირტუალური ოპერატორი ისე ვერ შემოვა, თუ ქსელის ოპერატორმა სწორი ფასი არ შესთავაზა თავის ქსელზე დაშვების. ამიტომ აუცილებელია განცალკევებული ხარჯთაღრიცხვა იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ თითოეულ ამ ბაზარზე ქსელის ოპერატორებს რა უჯდებათ, როგორც ავტორიზებული პირებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდება. სხვანაირად ვირტუალურ ოპერატორებს ვერ დავუშვებთ, რადგან არ გვეცოდინება რა არის გონივრული ფასი, რა ფასიც ქსელის ოპერატორებმა მათ უნდა შესთავაზონ"- განაცხადა კახა ბექაურმა.

 

მისი თქმით, დღეს ჩაკეტილია სატელეკომუნიკაციო ბაზარები და კომუნიკაციების კომისია ევროპული კანონმდებლობის და პრაქტიკის დანერგვით სწორე მათ გასახსნელად ემზადება, რაც ბიზნეს დიდად არ მოწონს და პროტესტიც აქვთ.

 

„შესაბამისად ძალიან დიდი პროტესტი აქვს ამაზე სატელეკომუნიკაციო სექტორს, მაგრამ ესმით, რომ ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და შესაბამისად მათი საუკეთესო პრაქტიკა გადმოგვაქვს აქ, იმისთვის რომ ბაზარი გაიხსნას, კონკურენცია გაიზაროს და სერვისები გაუმჯობესდეს, "- განაცხადა კახა ბექაურმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up