კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

access_time2019-01-21 17:10:48


კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს.


კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.


„ძალიან ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ბაზარზე არსებულ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ, ჩვენ გვაქვს ბერკეტი, რომ ორი - სამი თვის განმავლობაში, თუ ისინი არაკანონზომიერად მოიქცევიან, მაინც დავაბრუნებთ კანონზომიერების ჩარჩოში,“- განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.



კახა ბექაურის განცხადებით, ბოლო ორი - სამი წლის განმავლობაში, კომისიამ ბევრი ნაბიჯი გადადგა, იმისთვის, რომ ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის ბაზარზე სიტუაცია გაჯანსაღებულიყო, რაც იმის გარანტია, რომ საცალო ბაზარზე მომხმარებლებისთვის კონკურენცია გაიზარდოს, ხარისხი გაუმჯობესდეს და ფასებმა დაიწიოს, ამის ფონზე კი კომპანიების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების გახმოვანება საფუძველს მოკლებულია.



„არ ვიცი მათი ეს გადაწყვეტილება რითაა გამოწვეული, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ბაზარზე გარკვეული თვალსაზრისით განუკითხავი მდგომარეობა იყო, ის ტარიფი ტარიფი არ იყო და ის ხარისხი ხარისხი არ იყო, რასაც კომპანიები აწვდიდნენ მომხმარებლებს, კომისიის მხრიდან ეს ყველაფერი მოწესრიგების პროცესშია და ამისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ. როგორც ჩანს ამ ფაქტმა გარკვეული დისკომფორტი შეუქმნათ დიდ ოპერატორებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ არავის მივცემთ უფლებას, რომ არაკანონზომიერი გადაწყვეტილებები მიიღონ და საკუთარი მნიშვნელოვანი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენონ მომხმარებელზე, ამას წინ კომისია აღუდგება“,- განაცხადა კახა ბექაურმა .



კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ საგანაგებო განცხადებაც გაავრცელა და  „მაგთიკომსა“ და „სილქნეტს“ მიმართა - საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება. კომუნიკაციების კომისია ეხმიანება სატელეკომუნიკაციო კომპანიების განცხადებას ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, და აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე, აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს.


„პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე, მყისიერად დაიწყო საკითხის შესწავლა. კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება.


კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება.


ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.


შეგახსენებთ, „ჯეოსელის“ და „მაგთის“ აბონენტებს ტარიფები ეზრდებათ. ორივე კომპანიას თავიანთი ტარიფები ექნებათ, როგორც აქამდე, თუმცა უკვე ნამატი ფასით.




კომერსანტი






ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს" განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი
access_time2019-08-25 10:00:23
თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.   როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.   დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით...

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს
access_time2019-08-25 14:00:59
პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.   სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.   „სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო...

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს
access_time2019-08-25 12:00:23
თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამთავრებული 25 წლის საბა გოგოლიძე ოქტომბრიდან კარიერას ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში „ამაზონში“ გააგრძელებს.   საბა გოგოლიძეს მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლა აქვს დამთავრებული და ამჟამად ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობს.   როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ამაზონის“ გუნდს მინიმუმ ერთი წლით შეუერთდება და მუშაობას ლუქსემბურგის ოფისში 14 ოქტომბრიდან...


მსგავსი სიახლეები

up