კახა ბექაური: „კომპანიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ და მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისებზე  შეღავათები მისცენ“

კახა ბექაური: „კომპანიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ და მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისებზე შეღავათები მისცენ“

access_time2020-03-19 18:30:48

კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს აქტიურ სამუშაო რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდებს. კომისიის თამჯდომარემ კომპანიებს მიმართა, მოახდინონ რესურსების სრული მობილიზება, რათა ქეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა გამართულად და შეუფერხებლად მუშაობდეს. კახა ბექაურის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ კრიტიკულ ვითარებაში, კომპანიები დაეხმარონ მოსახლეობას და მათ მომსახურებებზე გარკვეული შეღავათები მისცენ.


„მოცემულ სიტუაციაში ისეთი კრიტიკული მომსახურებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, როგორიც არის სატელეკომუნიკაციო სერვისები, საერთოდ სხვა რეჟიმში უნდა მუშაობდეს, იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას გარკვეული შეღავათები მივცეთ და დავეხმარო. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში, განვსაზღვროთ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენს სფეროში, რათა მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას და შეუფერხებლად მიიღოს სატელეკომუნიკაციო სერვისები",- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავჯდომარემ კახა ბექაურმა.


სწორედ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომისიამ მოუწოდა კომპანია „მაგთიკომს" თავად შეაჩეროს 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის დაანონსებული გაუქმება, რადგან ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ არის პაკეტების გაძვირება არ გაძვირებაზე საუბრის და მსჯელობის დრო.



„ახლა, დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა დადგეს მსგავსი საკითხები. კომპანიას მინდა მოვუწოდო, რომ სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ და არა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვილაპარაკოთ პაკეტების გაძვირება-არ გაძვირებაზე, რადგან ბევრი წელია ეს პაკეტი არსებობს ბაზარზე და მოსახლეობა მიჩვეულია მას. კომისიის პოზიცია ასეთია და ახლა კომპანიამაც უნდა გადადგას ნაბიჯი. არ მგონია „მაგთიკომს" რამე უშლიდეს ხელს დაანონსებული გადაწყვეტილების შეჩერებაში. ამიტომ გთავაზობთ, დღეს გადავდოთ 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის გაუქმების საკითხის განხილვა და ეს კვირა მთლიანად გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები და კორექტირება მოვახდინოთ. კომისია მზადაა ყოველდღიურ რეჟიმში სამუშაოდ და კომპანიისგან ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს",- განცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.







20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up