კახა ბექაური: კომპანიებმა სატარიფო ან დაშვების რეგულაციის დარღვევით შესაძლოა ბოროტად გამოიყენონ ძალაუფლება მომხმარებლებზე, რასაც ვერ დავუშვებთ

კახა ბექაური: კომპანიებმა სატარიფო ან დაშვების რეგულაციის დარღვევით შესაძლოა ბოროტად გამოიყენონ ძალაუფლება მომხმარებლებზე, რასაც ვერ დავუშვებთ

access_time2020-07-16 11:31:38

სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიერ წილებისა და აქტივების კომისიის ნებართვის გარეშე გასხვისება, ბაზარზე თავისუფალი დაშვება და სატარიფო რეგულაცია, ამათ დარღვევას თავისი უარყოფითი გავლენა შეიძლება მოჰყვეს ბაზარზე - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში" „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი განმარტებით, კონცენტრაციის დარღვევას ანუ ბენეფიციარის აქტივების გასხვისებას ან შერწყმას, ბაზარზე შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი ცვლილება მოჰყვეს, რისი დაშვებაც სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს.

 


„მაგალითად, 2 მსხვილი ოპერატორი, რომ გაერთიანდეს ან ერთმა ბენეფიციარმა 2 ან 3 ოპერატორი შეაერთოს და ერთი პოლიტიკა განახორციელოს. ეს რა თქმა უნდა ნეგატიური მოვლენაა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, იმიტომ რომ კონკურენციას დაასუსტებს და ეს უარყოფითად აისახება როგორც თვითონ ბაზარზე, ასევე საბოლოო ჯამში მომხმარებელზე, რადგანაც მომხმარებლისთვის ალტერნატივა აღარ იქნება. ასევე არის თავისუფალი დაშვების ინფრასტრუქტურაზე ვალდებულებეის შეუსრულებლობა და განსაკუთრებით სატარიფო რეგულაციის შეუსრულებლობა, იმიტომ რომ, არ არის მარტივად ჩანაცვლებადი ტელესაკომუნიკაციო მსხვილი კომპანიების სერვისები. შესაბამისად, მათ მნიშვნელოვანი ძალა გააჩნიათ, რაც გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორმა სატარიფო ან დაშვების რეგულაციის დარღვევით შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება და ისევ და ისევ მომხმარებლების ინტერესები დააზიანოს, რასაც ვერ დავუშვებთ. ამიტომაც ძალიან დიდი ნეგატიური გავლენა შესაძლოა მოჰყვეს ამ 3 პირობის არშესრულებას"- აღნიშნა კახა ბექაურმა.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up