კახა ბექაური: კომპანიებმა გაიგეს, რომ სახელმწიფოს, უფლებამოსილების გაფართოება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით“

კახა ბექაური: კომპანიებმა გაიგეს, რომ სახელმწიფოს, უფლებამოსილების გაფართოება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით“

access_time2020-07-15 11:46:56

„ძალიან კარგია, რომ კომპანიებმა გაიგეს და გაიაზრეს საბოლოოდ, რომ გარკვეულ საკითხებში სახელმწიფოს, დამატებითი უფლებამოსილება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან  ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.

„კანონპროექტი თავიდანვე ემსახურებოდა, რომ კომუნიკაციების კომისიას მთავრობასთან ერთად ელექტრონულ კომუნიკაციებში შემოეტანა ცვლილებები, რომელიც გულისხმობდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიებისთვის, მათ მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოსთვის დამატებით ეფექტიანი მექანიზმების შექმნას. როდესაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე გვაქვს საუბარი, ამ დროს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა შემოდის, მარტო კერძო ბიზნესი არ არის. ვიცით, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა დიდ გავლენას ახდენს თვითონ ბაზარზე, მაგრამ ამავდროულად ძალიან კრიტიკულია ეს მომხმარელისთვის. მომხმარებლის ინტერესებია დასაცავი, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიებმა, მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებმა საკუთარ ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენონ. პირველი მოსმენით რაც მიიღო კომიტეტმა, მას შემდეგ დარჩა შემდეგი ნაწილები: ეს არის კონკურენციის ანუ კონცენტრაციის საკითხები – ბენეფიციარის ცვლილება ან შერწყმა თუ ხდება, რომელიც კონკურენციის თვალსაზრისით ნეგატიურ გავლენას ახდენს ბაზარზე, მეორე არის თავისუფალი დაშვება – მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორები საკუთარ ინფრასტრუქტურაზე სხვა საშუალო და პატარა ოპერატორებისა და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ და კონკურენციას ავითარებენ, მესამე – სატარიფო რეგულირება. ამის დარღვევის შემთხვევაში, კომისიამ პირველი მოსმენით დამატებით უფრო ეფექტიანი მექანიზმი მიიღო, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ჯარიმები თუ არაეფექტიანი იყო, კომისიას დროებითი მმართველის შეყვანის საშუალება ექნება. ეს თავისთავად დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტია სახელმწიფოს ხელში, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიებმა ამ სამ კომპონენტში ნეგატიური გავლენა არ მოახდინონ ბაზარზე და რაც მთავარია, მომხმარებლის ინტერესები არ შეილახოს“, – განაცხადა ბექაურმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სამივე მექანიზმზე არსებობს სასამართლო კონტროლიც.

„სასამართლოს კონტროლი ამ სამივე მექანიზმზე არსებობს, ოღონდ, რაც ეხება სპეციფიკურ ვალდებულებას, რომელიც არის დაშვების ვალდებულება და ტარიფების რეგულირება. კომისია მიმართავს სასამართლოს, თუ ოთხჯერ დარღვევის შემდეგ კომპანიამ მაინც არ აღასრულა კომისიის გადაწყვეტილება. მხოლოდ ოთხი სანქციის შემდეგ ირთვება ეს მექანიზმი. აქ ახალი არაფერი არ არის. ლიცენზიისა და ნებართვების კანონში ლიცენზიის პირობების არშესრულებისთვის ეს მექანიზმი დღეს უკვე არსებობს“, – აღნიშნა ბექაურმა.


მისივე განმარტებით, სასამართლოში შესაძლებელი იქნება დროებითი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების გასაჩივრებაც.

„რაც შეეხება წილის გასხვისება-შერწყმას, რომელიც წარმოადგენს კონცენტრაციის საკითხებს, აქაც სასამართლო კონტროლის მექანიზმი მუშაობს, ოღონდ ოდნავ სხვა წესით ხდება; კომისია ნიშნავს დროებით მმართველს, მაგრამ კომპანიებს, სადაც დაინიშნება თუ დაინიშნა დროებითი მმართველი (ასევე ოთხი სანქციის შემდეგ ხდება დროებითი მმართველის დანიშვნა), არის ამ გადაწყვეტილების ანუ დროებითი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. ძალიან კარგია, რომ კომპანიებმა გაიგეს და გაიაზრეს, რომ სახელმწიფოს,  დამატებითი უფლებამოსილების გაფართოება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით“,- განაცხადა კახა ბექაურმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up