კახა ბექაური: დროებითი მმართველის დანიშვნა საჭიროა მომხმარებლების უფლებების დასაცავად და არა კომპანიებზე კონტროლის გასაძლიერებლად

კახა ბექაური: დროებითი მმართველის დანიშვნა საჭიროა მომხმარებლების უფლებების დასაცავად და არა კომპანიებზე კონტროლის გასაძლიერებლად

access_time2020-07-10 13:30:38

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე იმ სპეკულაციებსა და ცრუ ინფორმაციებს უპასუხა, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მედიის და არასამათავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან ვრცელდება. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებებს კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან. კომისიის თავმჯდომარემ, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცვლილებების მიზანი არა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისთვის დამატებითი კონტროლის დაწესება არამედ მომხმარებლების უფლებების დაცვაა.


„ბევრი სპეკულაციები მოვისმინე ბოლო დღეებში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მათ შორის არასამთავრობოების მხრიდან ითქვა, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური ცვლილებები, ეს არ არის სიმართლე, რადგან ორ კანონში უკვე ასეთი მექანიზმი, თუ ორ კანონში არ არის ანტიკონსტიტუციური მესამეში ვერ იქნება და ეს არის სიცრუე,-“ განაცხადა კახა ბექაურმა.


კახა ბექაურმა, ყურადღება გაამახვილა „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანმდევ პაკეტზეც და განაცხადა რომ პარლამენტთან შეთანხებით თანმდევი ცვლილებების პაკეტი მოხსნილია დღისწესრიგიდან.



„ამ პაკეტს თან ახლდა თანმდევი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოში გასაჩივრების ნაწილს, სასამართლო პრაქტიკა შეცვლილია ბევრი წელია, შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილებები ავტომატურად აღარ ჩერდება. ასევე კანონის მიხედვით შესაძლებელია კომპანიამ მოითხოვოს და გაასაჩივროს, სპეციალური მმართველის დანიშვნა, რადგანაც კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების ავტომატური გაჩერება ასოცირების შეთანხმების მიხედვით არის ხარვეზი, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. ვინაიდან, ვალდებულება გვაქვს, რომ ჰარმონიზაციაში მოვდიეთ ასოცირების შეთანხმებასთან და ავტომატურად არ მოხდეს კომისიის გადაწყვეტილებების გაჩერება, თანმდევ დოკუმენტაციაში წარმოვადგინეთ ეს ცვლილებებიც, რომელიც ეხება ყველას მათ შორის მედიას, რადგან ჩვენ მაუწყებლობის სფეროსაც ვარეგულირებთ. თუმცა, ძირითადი ცვლილებების არსი აბსოლუტურად სხვა არის და კავშირი არ აქვს მედიასთან, ამიტომ, როდესაც მთავრობამ ინიციატივა დაარეგისტრირა, სამუშაო რეჟიმში პირველივე დღეს პარლამენტთან შევთანხმდით, რომ ეს თანმდევი დოკუმენტაცია არ არის აუცილებელი, ამიტომ შევთანხმდით პარლამენტთან, რომ ეს ცვლილება აღარ იქნება.


რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელზეც უკვე ვილაპარაკე ბევრი ამ ცვლილებების მიზანი არის არა იძულების მექანიზმის გაძლიერება კომპანიებზე, ეს ცვლილება ემსახურება მომხმარებლების უფლებების დაცვას, რადგან თუ აღსრულება ეფექტური არ არის, უნდა შეჩერდეს ავტორიზაცია, ჩვენ ვითხოვთ უფრო მსუბუქ მექანიზმს რათა მომხმარებელი დავიცვათ კომუნიკაციის შეწყვეტისგან“,- განაცხადა კახა ბექაურმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up