კახა ბექაური: ჩვენ ამ ცვლილებებით უფრო მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, ვიდრე ლიცენზიის ჩამორთმევა და ავტორიზაციის შეჩერებაა, რათა საზოგადოება საკომუნიკაციო სერვისების გარეშე არ დარჩეს

კახა ბექაური: ჩვენ ამ ცვლილებებით უფრო მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, ვიდრე ლიცენზიის ჩამორთმევა და ავტორიზაციის შეჩერებაა, რათა საზოგადოება საკომუნიკაციო სერვისების გარეშე არ დარჩეს

access_time2020-07-10 13:58:16

ჩვენ მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, ვინაიდან პირდაპირ ლიცენზიის ჩამორთმევით და ავტორიზაციის შეჩერებით , შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები დადგეს მომხმარებლებისთვის და ქვეყანამ ეკონომიკური ზიანი მიიღოს,- ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და და ჯარიმები გადაუხდელობის შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერების გამოყენება, არ არის ეფექტური მექანიზმი, ვერ უზრუნველყოფს საკომუნიკაციო სერვისების ჩანაცვლებას და ამით ზიანს მიიღებს მომხმარებელი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო სერვისების გარეშე შეიძლება დარჩეს.



,,საქმეც იმაშია, რომ თუ კომისიის გადაწყვეტილება არ სრულდება და ჯარიმებიც არ იქნა გადახდილი, ავტორიზაციის შეჩერების გამოყენება კომისიის მხრიდან ვერ უზრუნველყოფს საკომუნიკაციო სერვისების ჩანაცვლებას და ამით ზიანს მიიღებს მომხმარებელი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო სერვისების გარეშე შეიძლება დარჩეს. კრიტიკულ ინფრასტრუქტურას არსობრივად, ჩვენ ზუსტად ვუწოდებთ, რომ არ ნაცვლდება მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორის ინფრასტრუქტურა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და მობილური საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა სხვა ავტორიზებული პირის მიერ ან ნაცვლდება პირდაპირ. ამიტომ შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები დაგვიდგეს ლიცენზიის ჩამორთმევით და ავტორიზაციის შეჩერებით. ამიტომ ჩვენ მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, რომ თუ ასეთი რამ მოხდა, რომ ერთი წლის მანძილზე გაფრთხილებამ და სამმა ჯარიმამ შედეგი არ გამოღო აღსრულების მხრივ, ნუ წავალთ პირდაპირ ლიცენზიის ჩამორთმევაზე და ავტორიზაციის შეჩერებაზე, რადგან რამდენიმე ძლიერი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე შემთხვევაში, გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება დადგეს მომხმარებლებისთვის და ეკონომიკური ზიანი მიიღოს ქვეყანამ. ჩვენი მიზანია შემოვიღოთ უფრო მსუბუქი ფორმა დროებითი მმართველის სახით, რათა არ დაზარალდეს საზოგადოება და სახელმწიფო“,- განაცხადა კახა ბექაურმა.







27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული - წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული -  წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“
access_time2020-10-27 15:03:08
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ  ჯაფარიძემ საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასებზე  და მათი სიძვირის მიზეზებზე ისაუბრა. დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიას და მონოპოლიას ბრალდება, თუმცა მისი თქმით, წამლების სიძვირეს რაელურად სხვა მიზეზი აქვს და მათი გიაფებაც საკმაოდ მარტივია. ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში არსებული 9 მედიკამენტის ფასი თურქეთში იდენტური მედიკამენტების ფასებს...

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა
access_time2020-10-27 14:29:21
Scroll-ის ელექტროსკუტერები უკვე უკრაინაშია. ამ ეტაპზე, გაქირავების სერვისით სარგებლობა მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. როგორც კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, 2021 წლის გაზაფხულისთვის, Scroll-ის ელექტროსკუტერები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.   „შემდეგი წლის განმავლობაში ვაპირებთ სხვა ქალაქებშიც შევიდეთ, თუმცა ჩვენი გაფართოება სხვადასხვა ნიუანსზეა დამოკიდებული. მაგალითად, მნიშვნელოვანია როგორი მდგომარეობა იქნება პანდემიის კუთხით და...


მსგავსი სიახლეები

up