კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“

access_time2019-01-24 09:25:01

ბილაინს არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შეასბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა“-ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა მექაურმა განაცხადა.


მისი ინფორმაციით, ამ ფაქტებმა დაასუსტა ბაზარზე კონკურენცია. ამიტომ ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება. ამიტომაც აუცილებელია რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და დაიცვას მომხმარებლის ინტერესები, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ.


როგორც ბექაური აცხადებს,სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კონკურენცია შესუსტდა, რამაც რისკი გააჩინა, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა თავისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სცადონ, რასაც კომუნიკაციების კომისია არ დაუშვებს.



„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ამ სფეროში დასუსტდა კონკურენცია, იცით რომ თელია სონერა გავიდა ბაზრიდან, ამის მერე სილქნეტმა შეისყიდა ჯეოსელი, მანამდე კი 2 წლის განმავლობაში, როცა თელია სონერა გასვლას აპირებდა, არ აკეთებდა ინვესტიციას და არ ზრუნავდა ქსელის გაძლიერებაზე, რამაც თავისი დაღი დაატყო კომპანიას და დასუსტდა ჯეოსელი“-აღნიშნავს ბექაური.



„კომერსანტი“  „ბილაინისგან“ პასუხს ელოდება. 


„კომერსანტი“ 



თეგები:
ბილაინი



გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს

გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს
access_time2019-02-18 21:00:16
„ღირსება ეს არის მთავრი აქტივი, რაც ადამიანს გააჩნია. ვთვლი, რომ ორივე ღირსეულად გამოიყურებოდნენ,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამართულ ბრიფინგს. ექპერტის თმით,  „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებულები იყვნენ  მაინც  ღირსეული კომენტარი გააკეთეს. „ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ძალიან ღირსეული კომენტარები იყო...

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს
access_time2019-02-18 18:45:13
საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ერთი წამითაც არ ამოვარდნილა მისი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. „ბევრი...

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ
access_time2019-02-18 18:00:01
„17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თი ბი სი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა. თუ ეს შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ,“ - ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ საგანგებოდ ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, საქმე გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხება სადაც, სებ-ითიბისი ბანკისგან...

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია
access_time2019-02-18 16:30:51
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებულ კონტროლის სუსტეზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით 2016-2017 წლებში შპს „საქნახშირს (ჯი აი ჯი ჯგუფს)“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 2.1 მლნ ლარი, თუმცა აღნიშნულ პერიოდში „საქნახშირის“ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილია, მხოლოდ 1.36 მლნ ლარი. შესაბამისად „საქნახშირს“ ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7...

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება
access_time2019-02-18 17:00:26
უნდა უყიდოს თუ არა ოფიციალურმა თბილისმა სეპარატისტებს ელექტროენერგია რუსეთიდან 5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა მუშაობა შეაჩეროს წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო და ოკუპირებული აფხაზეთი უშუქოდ დარჩეს. ამიტომ თბილისი სოხუმის რეჟიმს მოუწოდებს, ან ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან შემოიტანოს, ან შეამციროს მოხმარება, რომელიც ბოლო წლებში 3-ჯერაა გაზრდილი და იმდენად უკონტროლოა, რომ აფხაზეთი, სადაც...


მსგავსი სიახლეები

up