კახა ბექაური: „არაფერში არ გვჭირდება იძულების გაძლიერება, უფრო  მსუბუქი  ინსტრუმენტი შემოგვაქვს, რათა დავიცვათ მომხმარებელი კომუნიკაციის გარეშე დარჩენისგან“

კახა ბექაური: „არაფერში არ გვჭირდება იძულების გაძლიერება, უფრო მსუბუქი ინსტრუმენტი შემოგვაქვს, რათა დავიცვათ მომხმარებელი კომუნიკაციის გარეშე დარჩენისგან“

access_time2020-07-10 20:02:37

„დღეს მოქმედი კანონით თუ 4-ჯერ არ შეასრულა კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა და კანონის ვალდებულება ოპერატორმა, კომისიას უფლება აქვს, ლიცენზია ჩამოართვას ან ავტორიზაცია შეუჩეროს მას, რაც პრაქტიკაში მისი საქმიანობის გაჩერებას, საბოლოოდ კი მილიონობით მობილური და ფიქსირებული მომსახურების მომხმარებლების საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩენას უდრის“,- ეს განცხადება დარგობრივი კომიტეტის დასრულების შემდეგ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გააკეთა.


კომისიის თავმჯდომარემ დღეს კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების, მედიის, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
„დღეს კომიტეტზე ყველა კითხვა დაისვა, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის, მედიის, კომიტეტის წევრებისგან, ყველას მიეცა დრო და ყველამ დასვა კითხვა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაცემულია. აქვე გეტყვით, რომ რადგან დაჩქარებული წესით მიდის ამ საკითხის განხილვა, ჩემთვის გასაგებია, რომ კომიტეტს სჭირდება დრო, რომ ამ ხუთ საათიანი განხილვის დროს, რა საკითხებიც წამოიჭრა და რაზეც ჩემგან ამომწურავი პასუხებიც მიიღეს შეაჯერონ, თუ საჭიროდ ჩათვლიან დაზუსტებები და კორექტირებები შეიტანონ პროექტში. ჩვენ სხდომამდეც ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა დარგობრივ კომიტეტთან და რიგი დაზუსტებები გავაკეთეთ მანამდე, მაგალითად, თანმდევი კანონპროექტიდან მაუწყებლობის ნაწილში, რომელიც ტექნიკური შესწორება იყო რეალურად, რადგან ცვლილება ისედაც არ ეხებოდა მაუწყებლობას საერთოდ ამოვიღეთ ეს ნაწილი.


„ერთადერთი მიზანი ამ კანონის ცვლილების ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ცვლილებებია და მხოლოდ ამ სფეროს კომპანიებისთვის არის განსაზღვრული ეს რეგულაცია. ჯერ კიდევ ამ სხდომამდე გამოითქვა მოსაზრებები, ხო არ იყო შესაძლებელი, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის ცვლილებების ნაწილში დავიწროვება მომხდარიყო, რაზეც ჯერ კიდევ სამი დღის წინ კომიტეტთან სამუშაო პროცესში შევთანხმდით, რომ ცვლილებები შეეხება, მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წილის გასხვისებას ან შერწყმას თანხმობის გარეშე, ასევე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ეს ის საკითხებია, რომელიც ბაზარზე კონცენტრაციას ცვლის და კონცენტრაციის თვალსაზრისით ნეგატიურ გავლენას ახდენს კომუნიკაციების ბაზარზე. ამ მექანიზმის ამუშავების აუცილებლობა მაშინ დგას, თუ კომპანია არ ემორჩილება კომისიის გადაწყვეტილებას 4-ჯერ დარღვევის შემთხვევაში, თუ კომპანია 270 ათას ლარიან ჯარიმაზე გავიდა და არ აღსრულდა მაინც კანონის მოთხოვნა და კომისიის გადაწყვეტილება. კიდევ ვაზუსტებ, ეს საკითხი ეხება იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორების მხრიდან სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს და აქედან გამომდინარე, იწვევს მათი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ანუ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებზე გავრცელდება, რომელიც მათი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით დაკვალიფიცირდება“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავჯდომარემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.


კახა ბექაურის განმარტებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით კომუნიკაციების კომისიას აქვს უფრო მძიმე ბერკეტი, რომელიც ავტორიზაციის გაჩერებას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიას დარღვევის აღმოუფხვრელობის გამო ავტორიზაციას გაუჩერებს, ამით მნიშვნელოვნად დაზარალდება საზოგადოება, რადგან მომხმარებელი საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩება, კომპანია კი დაიხურება. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, სწორედ ამ შედეგის თავიდან აცილების მიზნით არის კანონში ცვლილებების შეტანა საჭირო, რათა დაიცვას როგორც მომხმარებელი, ისე სახელმწიფო ინტერესი და ბიზნესი.



„ყველას კარგად რომ ესმოდეს, დღეს კომუნიკაციების კომისიას, აღსრულების ყველაზე მძიმე მექანიზმი აქვს, რომლის გამოყენებაც დააზიანებს მომხმარებლის და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, იმიტო, რომ დიდი მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო კომპანიების გაჩერება, სწორედ საზოგადოებას და მომხმარებლების ინტერესს აზარალებს. შესაბამისად, როგორც გითხარით ჩვენ არ გვჭირდება დამატებით უფრო მძიმე მექანიზმის შემოტანა კომპანიისთვის ჩვენი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი მექანიზმი გვაქვს ლიცენზიის ჩამორთმევის სახით, ამიტომ არაფერში არ გვჭირდება იძულების გაძლიერება. ჩვენ უფრო მსუბუქი ინსტრუმენტი შემოგვაქვს, რათა დავიცვათ მომხმარებელი, რომ კომუნიკაციის გარეშე არ დარჩეს. ჩვენ უნდა გვქონდეს დროებითი მმართველის შეყვანის უფლება, რომ აღვასრულებინოთ კომპანიას კანონი, ისე რომ ზიანი არავის მიადგეს“,- განაცხადა კახა ბექაურმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up